10 მაისი, 2014
„ეტალონში“ გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლები ერთვებიან
ამ სახალისო ინტელექტუალურ ასპარეზობას შეგიძლიათ დღეს, 10 მაისს 19 სთ-ზე, „პირველ არხზე“ უყუროთ. გადაცემა „ეტალონი“ ამჯერად გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლებს, ე.წ. „მეგზევეებს“ დაეთმოთ. გადაცემის ინიციატორები საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მეგზევეთა ასოციაცია არიან.

სტუდიაში ამ დარგის წარმატებულმა სტუდენტებმა, დოქტორანტებმა, „საქგზამეცნიერების“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოიყარეს თავი და მუსიკალური ნომერიც საკუთარი ძალებით მოამზადეს.

წამყვანთან ერთად მონაწილეებს რამდენიმე შეკითხვა მეგზევეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემაც დაუსვა, მონაწილეების შესახებ ისაუბრა და მათ წარმატებული ინტელექტუალური ასპარეზობა უსურვა.

ამ
სახალისო ინტელექტუალურ ასპარეზობას შეგიძლიათ დღეს, 10 მაისს 19 სთ-ზე, „პირველ არხზე“ უყუროთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS