09 მაისი, 2014
სალომე გოგიაშვილმა 300-კაციანი ქორწილი გადაიხადა
შეგახსენებთ, რომ მათ პატარა, ირაკლი, 19 თებერვალს შეეძინათ ორშაბათს, ''რეიტინგის'' 5 მაისის ნომერში ექსკლუზიურად გაუწყეთ, რომ 8 მაისს ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი თავის მეუღლესთან, ვახო ნიკოლაიშვილთან უკვე ოფიციალურად აპირებდა ხელის მოწერას.

ცნობილია, რომ წყვილმა ჯვარი უკვე დაიწერა და შვილიც გააქრისტიანეს. შეგახსენებთ, რომ მათ პატარა, ირაკლი, 19 თებერვალს შეეძინათ.

Rating

სალომე ''რეიტინგთან'' საუბრისას აღნიშნავდა, რომ აპირებდა ქორწილში თეთრი კაბის მორგებას და ვიწრო წრეში გადახდას, თუმცა ვიწრო წრე არც ისეთი მცირე აღმოჩნდა და 300 კაცამდე მოგროვდა.

რასაკვირველია, ქორწილს ცნობილი სახეების
გარეშე არ ჩაუვლია. სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ფოტოები, სადაც პატარძალი და სიძე სხვადასხვა პოპულარულ სახესთან ერთად არის გადაღებული.

Rating

სალომესა და ვახოს ბედნიერება უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და მილოცვები არ წყდებოდა ტელეწამყვანის პირად გვერდზეც. ''რეიტინგი'' უერთდება საერთო მილოცვებს და სალომესა და ვახოს ბედნიერებას უსურვებს!..

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS