07 მაისი, 2014
სკანდალის გაგრძელება - რატომ არ სცემს პასუხს ანრი ჯოხაძე მარინა ბერიძეს
უკვირდა, როგორ ვურეკავდით იმ სათაურის შემდეგ ორშაბათს ჟურნალ ''რეიტინგში'' მარინა ბერიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, სათაურით - ''ანრი ჯოხაძის საქციელი არაკაცური იყო''. პროდიუსერი განაწყენებული საუბრობდა მომღერალზე, რომელმაც ''ორ ვარსკვლავის'' ჟიურის წევრობისას ნინი წიკლაურს უთხრა, კარგია, რომ 60 წელს გადაცილებული პროდიუსერის რჩევებს აღარ ითვალისწინებო.

ყველამ იფიქრა, რომ ანრი მარინა ბერიძეს გულისხმობდა, რადგან ნინი წლების მანძილზე მარინასთან მუშაობდა კულტურის სამინისტროში. მარინა ბერიძე ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდა, რომ ანრის საქციელი არაკაცური იყო და მომღერლის ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო.

ამ თემაზე ანრი ჯოხაძეს
დავუკავშირდით. მომღერალი განაწყენებული ჩანდა. გაუკვირდა, როგორ ვურეკავდით იმ სათაურის შემდეგ, რაც ბერიძის ინტერვიუს ჰქონდა. რა თქმა უნდა, ავუხსენით, რომ ამას ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა მარინა ბერიძის ნათქვამზე.

ანრიმ აღნიშნა, რომ გაფუჭებული ტელეფონის თამაში ბავშვობაშიც არ უყვარდა. ჩვენს მიერ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე გულისხმობდა თუ არა მარინა ბერიძეს, როდესაც ნინის მიმართა, ანრიმ მხოლოდ ერთი კითხვით უპასუხა, უკომენტაროდ.

მოგვიანებით მომღერალმა ''ფეისბუქზე'' სტატუსი დაწერა: ''იმ ჟურნალისტების საყურადღებოდ, რომლებიც გაშმაგებით რეკავთ ჩემთან... ''უკომენტაროდ''...

მარინა ბერიძე: ''ანრი ჯოხაძის საქციელი არაკაცური იყო!..''


სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS