06 მაისი, 2014
ნინა სკანდალში გაეხვა - ''რაღაც წამოვროშე შეუგნებლად''...
თქვენი აზრით ქარაფშუტა, აღვირახსნილი და ქმრის მოღალატე ქალი დაუნია ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინას გამოჩენა ბევრს მოეწონა და მომღერალი კომპლიმენტებით აავსეს. სერიალში თამაში, ნინას შვილმაც მოუწონა და უთხა, ''შენ დოდოშკასავით დაუნი ხარ და ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო''.

შვილის შეფასება ნინამ ''პრაიმ ტაიმთან'' ინტერვიუში მოჰყვა. ნინას ნათქვამს მალევე მოჰყვა უარყოფითი შეფასებები. მომღერალს პრეტენზია დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების პრობლემებით დაკავებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია წამოუყენა. ''მზის შვილების'' ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ ნინა წკრიალაშვილს მიმართა:

''თქვენი აზრით ქარაფშუტა, აღვირახსნილი და ქმრის მოღალატე
ქალი დაუნია? იცით, ჩემი ხუთი წლის შვილი, ჩემი მეგობრის შვიდი წლის შვილიც დაუნია, მაგრამ ისინი თქვენგან (დოდოშკასგან) განსხვავებით არასდროს უღალატებენ, არასდროს მოატყუებენ და არასოდეს ფულზე და ციმციმა სამკაულებზე არ გაცვლიან არავის და პირველ რიგში საკუთარ ღირსებას.

ორგანიზაციის გამოხმაურებას ნინამ კომენტარით უპასუხა, ''რაღაც წამოვროშე შეუგნებლად და დამსახურებულად მომხვდა. მართლა, გულწრფელად ვწუხვარ და განვიცდი. უაზროდ ვიხმარე სიტყვა, რომელიც არ მიხმარია იმ მნიშვნელობით რაც თქვენ გგონიათ. საჯაროდ და გულწრფელად ვიხდი ბოდიშს''.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნინო
ეს ვერ მოგსვლია კაი ამბავი ნინუციიიიი....არა ხარ შენ ცუდი გოგო...:)
16:47 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS