31 მაისი, 2013
„ეტალონში“ წარმატებული სტუდენტები ერთვებიან
დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი გერმანიაში საქართველოს ელჩად. ეს ჩემი ოცნებაა და იმედია არა აუხდენელი. გადაცემა „ეტალონის“ მონაწილეები ამჯერად საქართველოს რჩეული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტები იქნებიან. თამაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა და მასში მონაწილე სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ - 24 უმაღლესი სასწავლებლიდან ინტელექტუალური შოუს მონაწილე 10 უმაღლესი სასწავლებელი კი კენჭისყრით გამოვლინდა.

„საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ძალიან მომწონს ის საქმიანობა, რასაც დიპლომატია ჰქვია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესიაა. ვთამაშობ კალათბურთს მეგობრებთან ერთად და მიყვარს
ფეხბურთის ყურება. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი გერმანიაში საქართველოს ელჩად. ეს ჩემი ოცნებაა და იმედია არა აუხდენელი
“, - აღნიშნა გადაცემის ჩაწერის შემდეგ გამარჯვებულმა სტუდენტმა.

რა სიურპრიზს უმზადებს „ეტალონი“ თავის მაყურებლებს და როგორ გამოვლინდებიან საქართველოს ღირსეული პროფესიის ღირსეული წარმომადგენლები, ამას 1-ელ ივნისს, „ეტალონში“ შეიტყობთ. გადაცემა „პირველი არხის“ ეთერში 18:00 სთ-ზე გავა და 2 ივნისს დილით 10:00 სთ-ზე გამეორდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS