05 მაისი, 2014
ექსკლუზივი - ელენე კალანდაძე გათხოვდა - ''ბედნიერი და შეყვარებული ვარ!..''
ელენეს ამ ამბის მისალოცად დავურეკეთ როგორც შევიტყვეთ, მომღერალი ელენე კალანდაძე დაქორწინდა. მისი რჩეული კი ოთო ლეჟავაა. ის სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. ელენეს ამ ამბის მისალოცად დავურეკეთ. ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა ვრცლად ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით არ სურს.

- ელენე, გავიგეთ, რომ გათხოვდი და მოსალოცად შემოგეხმიანეთ.
- დიდი მადლობა. არ გეწყინოთ, მაგრამ ამ თემაზე ვრცლად საუბარი არ მინდა. ძალიან ბედნიერი და შეყვარებული ვარ.
- საერთოდ არ ისაუბრებთ, თუ ამ ეტაპზე?
- ჯერჯერობით ასე გადავწყვიტე. მერე ვნახოთ.

ელენეს ''რეიტინგის'' სახელით
ვულოცავთ დაქორწინებას და ბედნიერებას ვუსურვებთ. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდი მისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ელენემ ''ერთი ერთში'' მიიღო მონაწილეობა, თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ახლა კი პირადი ცხოვრებაც მოიწყო. წარმატებებს ვუსურვებთ!..

ნინო მურღულია
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლალი
ელენე საუკეთესო ადამიანია და ძალიან დიდ ბედნიერებას იმსახურებს,
18:16 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გულით ვულოცავ!!! მეორე კრუგს რაც შეეხება, ის მცირეხნიანი ქორწინება მესამე პირის-ქალის გამო დაინგრა!!! ელენე ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას
22:05 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
იმედია, მეორე კრუგი გაგიმართლებს, ბედნიერებას ვუსურვებ
16:28 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სოსო
გაიხარეტ , ბედნიერებას გისურვებთ. ძლივს არ გავიგე კარგი ამბავი?
02:31 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბედნიერები იყავით მთელი ცხოვრება
21:37 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS