05 მაისი, 2014
რატომ ჩაიცვა გიორგი ვარდოსანიძემ თამუნა ლეკვეიშვილის კაბა
მეგობარს ვეხმარები და ქალის ფორმაში გადაცმული ვმუშაობ მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ''ფეისბუქზე'' ქალის ფორმაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მეგობრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ გიორგის და რომ ჰყოლოდა, ძალიან ლამაზი იქნებოდა. ზოგი ხუმრობით წერდა, სულზე მოგისწრო ანტიდისკრიმინაციულმა კანონმაო. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რატომ იყო გიორგი ქალის ფორმაში გამოწყობილი.

- გიორგი, საინტერესო ფოტოები ვნახეF''ფეისბუქზე''. ქალის ფორმაში ხარ გამოწყობილი. ფილში გიღებენ?
- ფილმს ქვია ''ხუთი ნახვით შეყვარება'' ... ''კომედი გრუპი'' იღებს.
- ხომ არ გაგიჭირდა ქალის როლის მორგება?
- არ ვთამაშობ ქალს. უბრალოდ
ერთი სცენაა, სადაც მეგობარს ვეხმარები და ქალის ფორმაში გადაცმული ვმუშაობ.
- შენ გიყვარდება ხუთი ნახვით?
- კი.
- ფილმში სალომეც ხომ არ თამაშობს?
- არა.
- პარტნიორობას ვინ გიწევს?
- ქალის მთავარ როლს ეკა აბშილავა თამაშობს.
- როგორც ფოტოს კომენტარებიდან მივხვდი, თამუნა ლეკვეიშვილის კაბა მოირგე. ქალის სამოსში გამოწყობილს ყველაზე დიდი დისკომფორტი რამ შეგიქმნა?
- ქუსლიანმა ფეხსაცმელმა.
- როდის ვიხილავთ ფილმს?
- სავარაუდოდ 16 მაისს.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS