03 მაისი, 2014
თურქეთის ელჩმა „ეტალონში“ მონაწილე აბაშელებს განსაკუთრებული საჩუქრები მოუმზადა
როგორ წარიმართა თამაში და ვინ გახდა გამარჯვებული, ამას 3 მაისს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველ არხზე“ 19 სთ-ზე დაიწყება. „ეტალონის“ გადაცემა ამჯერად აბაშელ წარმატებულ მოსწავლეებს დაეთმოთ. მათ შერჩევაში აბაშის მუნიციპალიტეტი, განათლების რესურსცენტრი და საკრებული იყო ჩართული. ლამაზი ქართული სიმღერა გადაცემის ბოლოს ახალგაზრდა მომღერალმა ანა ჩიქოვანმა შეასრულა.

გადაცემას საპატიო სტუმრის სტატუსით თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ სტუმრობდა მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად. თამაშის მეორე ტურში ელჩმა მონაწილეებს რამდენიმე კითხვა ქართულად დაუსვა და წარმატებები უსურვა.
ელჩს ყველა მონაწილესთვის ჰქონდა მომზადებული საჩუქრები, ფინალისტებისთვის და გამარჯვებულისთვის კი _ განსაკუთრებული.

როგორ წარიმართა თამაში და ვინ გახდა გამარჯვებული, ამას 3 მაისს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველ არხზე“ 19 სთ-ზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS