თავად თამუნა ამონაშვილს ნათიას ნამღერი მოეწონა და კომპლიმენტები ''ფეისბუქზე'' საჯაროდაც მისწერა. ''ძალიან ვიხალისე და ვისიამოვნე. მადლობა მშვენიერ და მომხიბლელ ნათიას და ამ პროექტის მთლიან ჯგუფს'' - წერს თამუნა.
''ერთ-ერთში''-ს კონცერტს ესწრებოდა სტეფანე
თუმცა შუა სიმღერის დროს, წამყვანმა სცენაზე სტეფანე აიყვანა და სიმღერა ამჯერად მან გააგრძელა. მოგვიანებით ნათია დუმბაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.
''გუშინ სცენიდან დავინახე, რომ სტეფანე ისეთი სახით მიყურებდა, სიკვდილი მინდოდა, ტრიოს შესრულების დროს ხომ საერთოდ მინდოდა, რომ სცენა გაბზარულიყო და შიგნით ჩავვარდნილიყავი. ძალიან მომერიდა. არადა რომ იცოდეს, როგორ მიყვარს, ცოტას გამიღიმებდა მაინც''.
ნათიას მეგობრებმა სტეფანეს დამოკიდებულების მიზეზი თავიანთი ვარაუდიც გაანდეს. ''შეეშინდა ალბათ ძალიან ბევრს თუ ვიაქტიურებ, ''რუსთავი 2''-ში დამსჯიანო'' - წერს ერთ-ერთი.
''ვერ გავაცინეთ ერმა. რა დავუშავეთ, არავინ არ იცის'' - სიცილით წერს ნათია.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















