- ქეთი, პროექტში უკვე ორჯერ მოგიწია მამაკაცის როლის მორგება... ემინემად გარდასახვა უფრო გაგიჭირდა თუ პრინცად?
- ამ შემთხვევაში ვერ დავკონკრეტდები. იმდენად სხვადასხვა ჟანრის და სპეციფიკის
- როგორც მაყურებელს მგონია, რომ ემინემად გარდასახვა უფრო რთული იყო.
ბევრმა აღნიშნა, რომ მარტო ტექსტის დამახსოვრებაც კი რთული იქნებოდა.
- ტექსტი მართლაც იყო ოთხგვერდიანი. თუმცა ტექსტის სწავლაზე რთული, ამოსუნთქვის გარეშე ლამის ერთი გვერდის ჩამთავრება იყო. ემინემის და პრინცის მსმენელი არ ვარ, თუმცა მათ შემოქმედებას ვიცნობ და მიყვარს.
- როგორ ფიქრობ, პროექტში გამარჯვების შანსი რომელ მონაწილეს გაქვთ?
- თითქმის ყველას აქვს გამარჯვების შანსი. ვინაიდან არ იცი, რომელ ტურში რა მოხდება.
- პროექტში გამარჯვების შემთხვევაში ბინაში მარტო გადახვალ საცხოვრებლად?
- სანამ არ გადახტები ჰოპ არ დაიძახოო, ხომ გაგიგიათ.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















