განსაკუთრებული ვნებათაღელვა ქალიშვილობის ინსტიტუტზე დავამ გამოიწვია. თინა მახარაძე კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ცნობილი სიტყვების გამო ორალურ სექსზე. ხატიას აზრით, ასეთ თემებზე ღიად არ უნდა საუბრობდნენ.
ტრადიციების დამცველ სიჭინავას,
„ჩვენი ხატია სამშობლო“ - წერდა თიკო, რომლის სტატუსსაც მისი მეგობრები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთის კითხვაზე თუ ვის გულისხმობდა სამშობლოში, „ხატია სიჭინავა“ - უპასუხა ტელეწამყვანმა.
გადაცემის დამთავრების შემდეგ ხატიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„მე არ ვიცი, ზოგიერთ გონებაშეზღუდულებს რა აღიზიანებთ ჩემში, მაგრამ მე მაინც ოჯახს და რელიგიას ამოვეფარები. თქვენთვის რაც არის ღირებული იმას ამოეფარეთ ძვირფასო „კეთილისმსურველებო“, ფრთხილად, არ გადაგცდეთ საკუთარ ბოღმა“ .
სტატუსს თან მამა ტარიელის გაგზავნილი მესიჯი დაურთო, რომელიც წერდა: „დიდი მადლობა, გაიხაროს ქართველმა ქალმა ხატიამ“.
მართალია, მშვიდი ძილი გვისურვა, მაგრამ როგორ ჩანს, დილას თიკო სადუნიშვილის სტატუსის შესახებ მისწერეს, რაზეც მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა:
„დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ნუ მნიშნავთ თიკო სადუნიშვილის და მსგავსი ტიპების, ვითომ სარკაზმულ სტატუსებზე. ყველა თავისი ვარდისფერი ცხოვრებით ცხოვრობს და აუცილებელი არ არის ერთ კონტექსტში გვესმოდეს ოჯახი. მე და ვიღაცებს ერთნაირად რომ გვესმოდეს, ერთნაირი ოჯახიც გვექნებოდა. რაც როგორც ხედავთ, ძალიან აცდენილია უკვე რეალობას. მიყვარხართ ყველანი. წინასწარ დიდი მადლობა თხოვნის გათვალისწინებისთვის“ - წერს სიჭინავა.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















