სხვათა შორის, კოტეს აქამდეც არ დაუმალავს თავისი ნარკოტიკებით გატაცების ადრეული ამბები, მაგრამ ვინაიდან ეს ფრაზა
- მე და ჩემი მეუღლე მივედით ერთ-ერთ კაფეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა თემაზე ''არა ბიონარკოტიკებს''. იქ ნარკომანებზე დილეტანტურ დონეზე საუბრობდნენ. თქვეს, რომ ნარკომანებს არ აქვთ გული, არ არიან ადამიანები. ამან ჩემზე, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია, ნარკოტიკებს თავი დავანებე. გამახსენდა ჩემი ექიმის ნათქვამი, რომ არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, როდესაც ადამიანი ამ გზაზე ერთხელ მაინც დადგება, სულ რომ გამოჯანმრთელდეს, ნებისმიერ დროს არსებობს იმის საშიშროება, რომ ისევ დაუბრუნდეს.
ძალიან მრცხვენია, რომ ნარკომანი ვიყავი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობ, რადგან მინდა, ჩემმა შვილებმა და ყველამ იცოდნენ, რა საშინელებაა. მაგრამ ნარკომანები სხვა კუნძულზე კი არ უნდა გადაასახლონ, ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავეხმარებით. ერთმა ქალბატონმა, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო, თქვა, რომ ნარკომანები უგულოები არიან, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, აღიარება გამეკეთებინა. დიახაც, ამ თემაზე ხმამაღლა უნდა ილაპარაკო, არ შეიძლება ამ პრობლემის მიჩქმალვა. ჩემი გამოსვლის შემდეგ ის ქალბატონი მოვიდა და ბოდიში მომიხადა.
- როგორ დაიწყო ეს პრობლემა შენს ცხოვრებაში?
- იმ პერიოდის შვილი ვარ, როდესაც მოდაში იყო ნარკოტიკების გასინჯვა და ვერც მივხვდი, ისე აღმოვჩნდი ამ მორევში ჩათრეული. ამით ჩემს ოჯახს, მეგობრებს ძალიან დიდი ზიანი მივაყენე და თუ გადავრჩი, ეს მათივე დამსახურებაა, რადგან ზურგი არავინ მაქცია და გვერდში დამიდგნენ.
როდესაც განო გავიცანი, ამ ყველაფერში ძალიან ვიყავი ჩაფლული. ძალიან მინდოდა, თავი დამენებებინა. მხოლოდ სიყვარულმა, მეგობრებისა და ოჯახის გვერდში დგომამ და რა თქმა უნდა, ჩემმა სურვილმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო. არ არსებობს თბილისში ადამიანი, რომელსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება მაინც არ ჰქონია ამ პრობლემასთან და ვინმე ნათესავი ან მეზობელი მაინც არ ჰყავს ნარკომანი. ამ ყველაფერზე ხმა-მაღლა უნდა ვილაპარაკოთ. ბევრია ისეთი, ვინც ეს სენი დაამარცხა და მათი გამოცდილება სხვებმაც უნდა გაიზიარონ.
დიჯეი ბუკლე




















