01 მაისი, 2014
კესარია აბრამიძე საქართველოდან საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდა – ''ეგ ქუჩის ტრანსებს ჰკითხეთ''...
პირად ცხოვრებას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კარიერული განვითარება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ''ნუ ეძებთ იდეალურ ქალს. ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ'' - ასეთი სტატუსი დაწერა კესარია აბრამიძემ 30 აპრილს ''ფეისბუქზე'' და აღნიშნა, რომ მიდიოდა იქ, სადაც სიყვარულია. კესარიას რამდენიმე კითხვით დავუსვით.

- რატომ მიდიხარ საქართველოდან?
- ქვეყანას დედოფალი სჭირდება, მაგრამ მაინც მივდივარ.
- წერ, მივდივარ, იქ სადაც სიყვარულიაო და როგორც ვხვდები, საყვარელ ადამიანთან ერთად მიდიხართ, თუ ვცდები?
- არ ცდები.
- შეგიძლია, გვითხრა მისი ვინაობა?
- არ
შემიძლია.
- ის მაინც გვითხარი, ვიცნობთ მას ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანია?
- ვერც მაგას გეტყვი.
- რომელ ქვეყანაში აპირებთ წასვლას?
- ევროპაში მივდივართ.
- დაქორწინებას გეგმავთ?
- მაგას არ ვფიქრობთ. კომფორტულად ვარ მასთან. მთავარი ესაა... მე არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ როგორც ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე აქვს ჩვენ ქვეყანასაც და მე მიყვარს ჩემი საქართველო თავისი დადებითით და უარყოფითით. ძალიან მიყვარს ჩვენი ქალაქი და არანაირად არ მივდივარ იმიტომ, რომ კომფორტულად არ ვარ. კარგად ვარ, მაგრამ მინდა, შევცვალო რამე და ვიყო მასთან, ვისთან ერთადაც მინდა ყოფნა. კარიერული შემოთავაზებებიც მაქვს და ვნახოთ რა, როგორ წარიმართება. პირად ცხოვრებას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კარიერული განვითარება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- რა სფეროში მოღვაწეობ? რა პროფესია გაქვთ?
- სამოდელო სფერო და კინოხელოვნებაა ჩემი სფერო. ჩემი პროფესიით ჯერ არასდროს მიმუშავია.
- ბოლოს გკითხავ, რა აზრის ხარ, ბოლო დროს საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟზე. ვგულისხმობ, სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
- ეს ყველაფერი მე არ მეხება. მე ქალი ვარ და საყვარელ ადამიანთან მივდივარ სასიყვარულოდ და დასასვენებლად. გარეთ ქუჩაში რა ხდება, ეგ ქუჩის ტრანსებს ჰკითხეთ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
სოფია
კესარია მიდის და საქართველოს ერთი იდიოტიც მოაკლდა......
10:06 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
გაიყოლე რა სასტავი
14:19 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია 45
ლაშა შენ ეტყობა ან გეი ხარ ან ტრანსვესისტი, ისე მე მგონი უფრო ახალგაზრდებს აქვტ შიში და არა ბებრებს როგორც შენ ამბობ, ნაგავო შენი მშობლები ბებრები არ არიან? არ მიაღწიე შენ სიბერემდე ისე ჩაკვდი და გისურვებ მთელი შენი მოდგმა მაგნმაირი ხალხით გაივსოს, ისე კესარიას არ ვერჩი რა ქნას თუ კაცის სხეულსი დაიბადა, აი გეებს და ლესბოსელებს, ტრანსვესისტებს ვერ ვიტან გარყვნილები არიან,ლაშააა შენც მაგათ რიგში ხარ თუ მოგიწია უკვე სიბერემ და სიკვდილმააა. და ბოლოს ბებერი არ ვააარ მაგრამ ვაზროვნებ და არ მინდა ჩემი ერის გადაშენება, კარგი ვაჯკაცები გავზრდე მაგრები შენნაირებს რომ თავპირს ამტვრევენ უბედუროოო
16:13 / 07-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ლაშას კომენტარი ძალიან მომეწონა მე პირადად არანაირი აგრესია არ მაკ არატრადიციულ ორიენტაციის ადამიანებზე ეგენიც ხო ადამიანები არან არ შეიძლება ისე მოექცე ადამიანს როგორც შავ ჭირს მხოლოდ დ მხოლოდ იმიტომ რომ ქალი არ მოსწონს და ძალიან სამწუხაროა შუძღლს საპატრიარქო უფრო რომ აღვივებს ასე არ შეიძლება ყველანი ხვთის შვილები ვართ ვინც უცოდველია ქბა პირველმა მან ისროლოს ხომ გაგიგიათ ნუ განიკითხავთ ნურავის
18:20 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ლაშა შენც მაგნაირი იქნები
23:01 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS