01 მაისი, 2014
კესარია აბრამიძე საქართველოდან საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდა – ''ეგ ქუჩის ტრანსებს ჰკითხეთ''...
პირად ცხოვრებას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კარიერული განვითარება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ''ნუ ეძებთ იდეალურ ქალს. ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ'' - ასეთი სტატუსი დაწერა კესარია აბრამიძემ 30 აპრილს ''ფეისბუქზე'' და აღნიშნა, რომ მიდიოდა იქ, სადაც სიყვარულია. კესარიას რამდენიმე კითხვით დავუსვით.

- რატომ მიდიხარ საქართველოდან?
- ქვეყანას დედოფალი სჭირდება, მაგრამ მაინც მივდივარ.
- წერ, მივდივარ, იქ სადაც სიყვარულიაო და როგორც ვხვდები, საყვარელ ადამიანთან ერთად მიდიხართ, თუ ვცდები?
- არ ცდები.
- შეგიძლია, გვითხრა მისი ვინაობა?
- არ
შემიძლია.
- ის მაინც გვითხარი, ვიცნობთ მას ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანია?
- ვერც მაგას გეტყვი.
- რომელ ქვეყანაში აპირებთ წასვლას?
- ევროპაში მივდივართ.
- დაქორწინებას გეგმავთ?
- მაგას არ ვფიქრობთ. კომფორტულად ვარ მასთან. მთავარი ესაა... მე არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ როგორც ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე აქვს ჩვენ ქვეყანასაც და მე მიყვარს ჩემი საქართველო თავისი დადებითით და უარყოფითით. ძალიან მიყვარს ჩვენი ქალაქი და არანაირად არ მივდივარ იმიტომ, რომ კომფორტულად არ ვარ. კარგად ვარ, მაგრამ მინდა, შევცვალო რამე და ვიყო მასთან, ვისთან ერთადაც მინდა ყოფნა. კარიერული შემოთავაზებებიც მაქვს და ვნახოთ რა, როგორ წარიმართება. პირად ცხოვრებას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კარიერული განვითარება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- რა სფეროში მოღვაწეობ? რა პროფესია გაქვთ?
- სამოდელო სფერო და კინოხელოვნებაა ჩემი სფერო. ჩემი პროფესიით ჯერ არასდროს მიმუშავია.
- ბოლოს გკითხავ, რა აზრის ხარ, ბოლო დროს საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟზე. ვგულისხმობ, სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
- ეს ყველაფერი მე არ მეხება. მე ქალი ვარ და საყვარელ ადამიანთან მივდივარ სასიყვარულოდ და დასასვენებლად. გარეთ ქუჩაში რა ხდება, ეგ ქუჩის ტრანსებს ჰკითხეთ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
მე ბევრი გეი ბიჭები მყავს და ძალიან საყვარლები არიან სხვათაშორის ბევრი ჟურნალისტია ასევე სხვადასხვა პროპესიის ადამიანებიც არიან თუმცა შევეგუე გეებს მიწევს მეგობრობა მე ვიცი კესო ვისთან ერთად წავიდა:-) ბიზმესმენია:-D
07:59 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
წაიყვანე შენნაირები, რა!
23:09 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ღმერთმა ქნას, რომ შენნაირები თან გაგეყოლებინოს!
23:08 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ჯანდაბაშიც წასულხარ, შენ და შენნაირები, ნეტა ვის დააკლდები?!
21:50 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
givi
ნეტა სუყველა ერთად წაეთრიოთ და მოშორდეთ საქართველოს
20:48 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
წადით.შორს წადიიიიიიიიიიიიიიიიით!!!!!
19:40 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ვააა
მეც შორენა მეგონა:))))))))))))
19:33 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კესო ყოფილა
ეს შორენა მეგონა და ვიფიქრე ვა როგორ გალამაზებუალ შორო მეტქი:დ არადა მარტლა სჯობს ეს შორენას ამ სურატში
18:17 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნეტა ყველა გამოგყვებოდეს უკან სჰენნაირები.
17:34 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
?!
სიძვა მძვინვარებს ქვეყანაში!!!!!
16:26 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS