30 აპრილი, 2014
ჰგვანან თუ არა გიორგი ბახუტაშვილის სერიალის და რეალური ცოლი ერთმანეთს
გიორგის გაბედნიერება მივულოცეთ სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი გიორგი ბახუტაშვილმა რამდენიმე დღის წინ საგურამოში ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული 22 წლის ოპერატორი თაკო შოშიაშვილია.

თაკო ერთ-ერთი იყო სილამაზის კონკურსს ''სტუდენტური სახე 2013''-ის მონაწილეებს შორის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2013 წელს ოქტომბერში გამართულ აქციაში ''არა ოკუპაციას''.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, გიორგის და თაკოს დაოჯახების ამბავი, სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგის სერიალის (მსახიობი ვერიკო კალანდია) და ნამდვილი მეუღლე ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ გარეგნულად.

გიორგის გაბედნიერება მივულოცეთ და ვკითხეთ, თავად
თუ ხედავდა მსგავსებას სერიალის და ნამდვილ მეუღლეს შორის. მისი აზრით, მათ შორის არანაირი მსგავსებაა არაა. ერთმანეთს არაფრით გვანან, არც გარეგნულად და მით უფრო არც ხასიათით.

თაკო ეჭვიანი საერთოდ არაა, მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობო, აღნიშნა ჩვენთან საუბარში მსახიობმა.

ჰგვანან თუ არა თაკო და ვერიკო ერთმანეთს ამის განსჯა თქვენსთვის მოგვინდვია.

Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' ჟურნალისტი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლანი
კი დზზალიან გვანან მე ვამსგავსებ
23:54 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS