29 აპრილი, 2014
ჯანსაღი ცხოვრება და სექსით სიამოვნება – სოფია სებისკვერაძის სილამაზის საიდუმლო
ვცდილობ, ამ ხუთიდან 4 მაინც დავიცვა სოფია სებისკვერაძე ცოტა ხნის წინ შეყვარებულს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას დაშორდა. რამდენიმეწლიანი სიყვარულის დასრულების მიუხედავად სოფია დეპრესიაში არ ჩავარდნილა. ცდილობს, ყოველთვის ფორმაში იყოს. მსახიობს რამედნიმე კითხვით მივმართეთ.

- სოფია, იმისათვის რომ ქალი ლამაზად და ბედნიერად გამოიყურებოდეს რა რჩევებს მისცემდი?

1. შეიქმნას კარგი განწყობა დილიდან და მოიშოროს ნეგატიური ფიქრები.

2. დღეში 15 წუთი მაინც ივარჯიშოს, ან აუზზე იცუროს.

3. წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოს გამოკვლევები
და ესტუმროს კლინიკას.

4. მაკიაჟით არასოდეს დაიძინოს, და დილით შხაპის გარეშე გარეთ არ გავიდეს სახლიდან.

5. ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება, დაკავდეს და ისიამოვნოს სექსით.

- როგორც ვხვდები, ამ ხუთივე წესს ასრულებ, რადგან კარგად გამოიყურები
- ვცდილობ, ამ ხუთიდან 4 მაინც დავიცვა.
- მეხუთეს ვერ ასრულებ?
- არ დამიკონკრეტებია.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS