- თამთა, ვინ არის შენი მეუღლე?
- გიორგი აბულაშვილია. ჩვენ ერთად ვმოღვაწეობთ ანსამბლ ''სამაიაში''. მოცეკვავეა, ქართულის სოლისტი, ერთმანეთი ანსამბლში გავიცანით. მე მეშვიდე წელია, ანსამბლ ''ქართულ ლეგენდა-სამაიაში'' ვმღერი. გიო ანსამბლში გავიცანი
- დიდი ხანია, რაც დაოჯახება გადაწყვიტეთ?
- თავიდან მეგობრობით დავიწყეთ ურთიერთობა, მერე 2011 წელს მივხვდით, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ბევრი ვიფიქრეთ დავოჯახებულიყავით თუ - არა. ჩემთვის ოჯახი ძალიან წმინდაა. როცა დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი მართლა გვიყვარდა და უკვე მზად ვიყავით, ერთად ვყოფილიყავით, სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ. ქორწილი უცებ გადავწყვიტეთ და ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო... ჩვენი ურთიერთობა დაიწყო პეტერბურგში. გასტროლზე მივხვდით, რომ ეს მარტო მეგობრობა აღარ იყო. ასე რომ, ეს იყო პეტერბურგში (იცინის).
- გიორგის ჰყავდა ადრე ოჯახი?
- გიორგისთვის ეს პირველი ქორწინებაა.
- როგორც ქორწილის ფოტოებიდან მივხვდი, გიორგის და შენს შვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ...
- ორივეს მართლა ძალიან უყვართ ერთმანეთი. ჩემთვის შვილის, ლუკას აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ლუკამ მომიწონა გადაწყვეტილება. მიხარია, რომ ჩემი საყვარელი ბიჭები დამეგობრდნენ. გიო ლუკას მეგობარია.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის