28 აპრილი, 2014
თამთა გოგუაძე გათხოვდა - ''ჩვენი ურთიერთობა დაიწყო პეტერბურგში''...

სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ მომღერალი თამთა გოგუაძე გათხოვდა. რამდენიმე წლის წინ თამთა შოუ ბიზნეზში აქტიურად იყო ჩართული. თუმცა ბოლო დროს ისევე როგორც ბევრი სხვა ქართველი მომღერალი აღარ აქტიურობდა. თამთას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მომღერალი აჩიკო ცანკაშვილი იყო. თამთას გაბედნიერება მივულოცეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.


- თამთა, ვინ არის შენი მეუღლე?
- გიორგი აბულაშვილია. ჩვენ ერთად ვმოღვაწეობთ ანსამბლ ''სამაიაში''. მოცეკვავეა, ქართულის სოლისტი, ერთმანეთი ანსამბლში გავიცანით. მე მეშვიდე წელია, ანსამბლ ''ქართულ ლეგენდა-სამაიაში'' ვმღერი. გიო ანსამბლში გავიცანი
2010 წელს.
- დიდი ხანია, რაც დაოჯახება გადაწყვიტეთ?
- თავიდან მეგობრობით დავიწყეთ ურთიერთობა, მერე 2011 წელს მივხვდით, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ბევრი ვიფიქრეთ დავოჯახებულიყავით თუ - არა. ჩემთვის ოჯახი ძალიან წმინდაა. როცა დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი მართლა გვიყვარდა და უკვე მზად ვიყავით, ერთად ვყოფილიყავით, სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ. ქორწილი უცებ გადავწყვიტეთ და ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო... ჩვენი ურთიერთობა დაიწყო პეტერბურგში. გასტროლზე მივხვდით, რომ ეს მარტო მეგობრობა აღარ იყო. ასე რომ, ეს იყო პეტერბურგში (იცინის).

Rating

- გიორგის ჰყავდა ადრე ოჯახი?
- გიორგისთვის ეს პირველი ქორწინებაა.
- როგორც ქორწილის ფოტოებიდან მივხვდი, გიორგის და შენს შვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ...
- ორივეს მართლა ძალიან უყვართ ერთმანეთი. ჩემთვის შვილის, ლუკას აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ლუკამ მომიწონა გადაწყვეტილება. მიხარია, რომ ჩემი საყვარელი ბიჭები დამეგობრდნენ. გიო ლუკას მეგობარია.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
***
ღმერთმა აბედნიერონ!
17:15 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძლივს ვგებულობთ კარგ ამბებს - ძალიან კარგია ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ გაიხარეთ და გამრავლდით
16:24 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ბედნიერებას ვუსურვებბბბბბბბბბბბბბბბბ
22:30 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
კარიაული
22:28 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დიკო
სანამ კომენტარი არ წავიკითხე ზუსტად ჟიურის წევრი მეგონა, ლადოს კომენტარზე გამეცინაა რომ არ დაეწერა ხვალიდან ყველას ვეტყოდი თამთაზე :D
04:29 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS