28 აპრილი, 2014
სატელევიზიო რეიტინგების ომი გრძელდება – ინგა გრიგოლიას და ნოე სულაბერიძის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს
რამდენად ხშირად უგებს თურქული სერიალები ნანუკას და ხოფერიას ''რუსთავი 2-''სა და ''იმედს'' შორის რეიტინგების ბრძოლა, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ყველაფერი კი დილას ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსით დაიწყო. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''ჩემი ცოლის დაქალებმა მოუგო შალვა რამიშვილს:) სერიალი კვირასაც ლიდერია, ისევე როგორც პ.ს., ''კომედი'' და ''რა სად როდის''. პარასკევს, ინგა გრიგოლიას მოუგო ვანო ჯავახიშვილმა. კვირის ტოპ ათი ადასტურებს რომ გადაცემებში და საინფორმაციოში ლიდერი რუსთავი 2- ია. მოკლედ, დილა მშვიდობისა და წარმატებულ კვირას გისურვებთ''

პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს, როგორც ჩანს, უნდა ამ ბრძოლის გასაჯაროებას წერტილი დაუსვას. ნოემ დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

''როგორც ვიცი, რეიტინგები ყველას ერთი და იგივე მოგვდის, თუმცა მგონია, ზედმეტად გახდა ყველაფერი აფიშირებული. ვერ ვხვდები, რა შეიცვლება სოციალური ქსელის ამხელა აუდიტორიიდან ნებისმიერი, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს ტელევიზიასთან თუ გაიგებს რამდენად დიდი სხვაობით უგებს ,,ცეკვავენ ვარსკვლავები" ,,პროფილს",

როგორ მოიგო ინგა გრიგოლიამ კონკურენტთან, რამდენად ხშირად უგებს თურქული სერიალები ნანუკას და ხოფერიას, ან პირიქით, რა ციფრით იმარჯვებს ,''ჩემი ცოლის დაქალები'' და რა არის რეალური სხვაობა ''ორ ვარსკვლავს'' და ''X ფაქტორს'' შორის.

ვფიქრობ, ამიტომაცაა (შეამჩნევდით ალბათ) რომ გარკვეული პერიოდია, ზედმეტად ხდება უკვე თემის ანგაჟირება და გადავწყვიტე, საერთოდ აღარ გამოვაქვეყნო მოგებული რეიტინგები და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ კოლეგებო, ასე უფრო სწორია.

ნოე სულაბერიძის სტატუსს ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

''მე ჩემს რეაქციას ''ტეტატეტ'' გეტყვი ამ ყველაფერზე და თან ვხოხავ სიცილით... ოღონდ ორ გადაცემას ვაზივარ და ამ ორიდან მეორემ ბოლოში ნული და რაღაც პროცენტით რომ ოდნავ მოიგო და წაგებულია გრიგოლიაო. მე გეთანხმები...

დღეიდან არც ერთ რეიტინგს აღარ გავასაჯაროვებ... ძალიან უხერხულ სახეს იძენს ეს ყველაფერი. თუმცა, ღმერთი-რჯული, არც ერთი ციფრი არ გამომიქვეყნებია აქამდე და არც ვაპირებ, თუმცა საამაყოდ ნამდვილად გვაქვს საქმე, აგერ უკვე მეთორმეტე გადაცემაა, მაგრამ ნული და რაღაცაზე როგორ არ გამცინებოდა - ვითომ რომ წავაგე'' - წერს ინგა.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მია
რუსთავი2 რომ პირველია აღიარეთ ბოღმიანებო,რა მაესტრო და ბანძი იმედი,ერთადერთი მაგ ტელევიზიაში ინგას ვაფასებ..
14:26 / 29-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გივი
იმედი პირველია, სწორედაც რომ აღსდგა სამართლიანობა, ეს ტელევიზია 2005-2007 წლის სასტარტო მაჩვენებელს დაუბრუნდა და რუსთავი 2-ს უგებს...
21:10 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
"ვისაც რა უნდა ...ს" ჩემგან
მე პირადად ვერ ვხვდები, რომელ რეიტინგებზეა საუბარი. ინგა რომ კონკურსგარეშეა, ფაქტია, თქვენ კი უყურეთ ნანუკა ჟორჟოლიანს და დატკბით.
19:32 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ვისაც რა უნდა ის იფიქროს
მაესტრო თუ არსებობდა არც ვიცოდით ხალხმა
18:01 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
zizi
მაესტრო მაგარია. ვინ უყურებს დგეს რუსტავს ყველა მაესტროს ვუყურებტ.
17:24 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS