28 აპრილი, 2014
ვასო ფხაკაძე 16 წლით უმცროს მოდელზე დაქორწინდა – სად ატარებს წყვილი თაფლობის თვეს
ვასო  რამდენიმე წელი ვაკეში ახალაშენებული კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მარტო ცხოვრობდა გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ „კომედი შოუს“ მსახიობი ვასო ფხაკაძე შეყვარებული გახლდათ. მისი რჩეული კი 21 წლის მოდელი ლიკა მეტრეველია. ვასომ პრესასთან კომენტარისგან თავი შეიკავა.

ბოლო პერიოდში იუმორისტი ისედაც არიდებდა თავს ინტერვიუს მიცემას, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ სიყვარული გახლდათ.

არადა, ვასოს დაოჯახებას მთელი საქართველო დაახლოებით ისე ელოდა, როგორც თავის დროზე ნინი ბადურაშვილის გათხოვებას. იუმორისტს ყველა შოუში სტუმრობისას და ინტერვიუში ეკითხებოდნენ რატომ არ
მოყავდა ცოლი.

ვასო  რამდენიმე წელი ვაკეში ახალაშენებული კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მარტო ცხოვრობდა.

ლიკა 2012 წლის ვიცე მის საქართველოა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია. წუხელ კი ლიკა მეტრეველმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ვასო ფხაკაძეზეა დაქორწინებული.

წყვილი რამდენიმე საათის წინ ანტალიაში გაემგზავრა, როგორ ჩანს, თაფლობის თვეს იქ გაატარებენ. ვულოცავთ ლიკას და ვასოს ოჯახის შექმნას და ბედნიერებას ვუსურვებთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად რეიტინგის საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
გოგა
რა მაგარი ხარ ლიკუნა მდა ვახო ფხაკაძე
20:36 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
სულიტ და გულიტ ვულოცავ ორივეს ბედნიერებას
20:03 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
როგორც იქნა ეშველა, დამშვიდდება ახლა მთელი საქართველო, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს.
00:59 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ქალმა თავს თუ არ მოუარა მინახავს 30 წლის ბებრები.ასე რომ ასაკი არაფერს შუაშია,მითუმეტეს ვასო და ასაკი ძალიან შორსაა.ბედნიერებას ვუსურვებ და გამრავლებას.
12:40 / 29-04-2014
გამოხმაურება / 0 /
თენგო
ყველაზე დადებითი პიროვნება იმ რუსთავი ორის სასტავში ეგ და არაბიძეა. ღმერთმა დალოცოს ვასო თავის ოჯახში და დიდი სიყვარულით, ღრმა სიბერემდე ატაროთ ერთად.
09:02 / 29-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ზერო
საღოლ ძმი
23:19 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჭკვიანი გოგო ყოფილა! ძალიან კარგ ოჯახში შევიდა!
21:08 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ღმერთმა გააბედნიეროთ, მაგრამ ამ გოგოს რა მოეწონა ვასოსი ვერ ვხვდები, თანაც 16 წლით უმცროსი ყოფილა, რა ვიცი რას გაუგებ სიყვარულს.
20:28 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
16 წლის მერე გაახსენდება რომ 16 წლით უმცროსია! ასე იციან....
17:33 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
როგორც იქნა მოაბა თავი =D
13:17 / 28-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS