- შეგიძლიათ, დაგვისახელოთ ხუთი თვისება, რაც ქალში მოგწონთ?
- სილამაზე, სიკეთე, განათლება, აუცილებელია მოსიყვარულე რომ იყოს და ალბათ წარმატებულობა.
- ამ ჩამონათვალიდან ნინოს ყველა თვისება აქვს?
- ნამდვილად ყველა აქვს.
- მისი გაცნობისას პირველად რომელი თვისება აღმოაჩინეთ, რითიც მოიხიბლეთ?
- მარტივი არაა, რომ რომელიმე
- არის თვისება, რომელიც მასში არ მოგწონთ?
- ალბათ არის, ყოველთვის ყველაფერი არ მოგწონს.
- უფრო კონკრეტულად გვეტყვით?
- გულთან ახლოს მიაქვს ყოველთვის ყველა ტყუილი და ჭორი, რაც შესაბამისად ნერვულ ფონს ქმნის, და არ მიჯერებს, როდესაც ვეუბნები „დაიკიდე“. აი, „დაკიდების“ თვისება არა აქვს (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, ნინომ შეგცვალათ თქვენ?
- ალბათ რაღაც დოზით იმოქმედებდა ჩემს ცხოვრებაზე და პირადად ჩემზეც. თანაცხოვრება და ოჯახი ნიშნავს ხასიათების შერწყმას და შეჩვევას. შესაბამისად, როდესაც ადამიანთან ერთად ცხოვრობ ათი წელია, ისეთი ვერ იქნები, როგორც მანამდე იყავი.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















