27 აპრილი, 2014
შალვა რამიშვილი გიორგი გაბუნიაზე ხუმრობის გამო მეუღლემაც გააკრიტიკა
მაყურებელს მოუწოდა, თუ სადმე გადააწყდებით ინტერნეტში ამ გვერდს არაფრით არ დაალაიქოთიო და თავად დაალაიქა „ყოჩაღ ტვ „იმედი“ - ამ სტატუსით გამოეხმაურა „შალვა რამიშვილის შოუს“ „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია. „მითხრეს, რაც იყო ჩემს ჟურნალისტზე და გადავახვიე. ისე მაგას რა მაყურებინებდა, უნიჭო ვადაგასული სირების ჯღანაობას“ - წერს გვარამია.

გუშინ პირველად გავიდა ეთერში შალვა რამიშვილის სკანდალურად დაანონსებული ახალი გადაცემა, სადაც წამყვანმა შოუში ვითომ „რუსთავი 2“-იდან მისული წერილი წაიკითხა, სადაც კონკურენტ ტელევიზიაში, მოხარულები იყვნენ რომ შალვა ტელეეთერს დაუბრუნდა.

მეც
მინდა, მათ გვერდით დავუდგეო აღნიშნა და სოციალურ ქსელში „გიორგი გაბუნია ყ.. ხარ“ გვერდის შექმნის გამო აღშფოთება გამოთქვა. მაყურებელს მოუწოდა, თუ სადმე გადააწყდებით ინტერნეტში ამ გვერდს არაფრით არ დაალაიქოთიო და თავად დაალაიქა.

ნიკა გვარამიას მეგობრები აღნიშნავენ, რომ შალვა რამიშვილს და იმედს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ საქციელის გამო. ნინია კაკაბაძე წერდა, „სრულად და სრულყოფილად ჩაჯდა ეს გადაცემა „იმედის“ ესთეტიკაში“.

შალვას გამოეხმაურა მისი მეუღლე ხატია ეკიზაშვილიც: "გუშინ გითხარი და დღეს კიდევ უფრო მეტად იგივე აზრზე ვარ: გიორგი გაბუნიაზე შენი "ხუმრობა" იყო არა ეთიკური, არა კოლეგიალური და სრულიად უხამსი. და ვინც ეგ "შუტკა" მოგიწონა ან შენი მტერია ან გიჟია!"- წერს ხატია სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მოკლედ რააა
უვადაგადასული თქვენი ბელადის რჩეული ნინა წკრიალაშვილია? ქალი ღირსების ორდენოსანი. გვარამიას რაღაც ეშლება აშკარად:))) შენი ბელადი ჭკუას გასწავლის:))))
14:51 / 27-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
სულ არ მომწონს გიორგი გაბუნია,მაგრამ რაც შალვამ იკადრა გუშინ რომელ ჟურნალისტურ ეთიკაში ჯდება?ნამდვილი კლოუნია ეს ადამიანი. ისე ღირსია გაბუნიამ უჩივლოს შეურაცხყოფისთვის.
14:22 / 27-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუი
ვეთანხმები გვარამიას ეს იყო უკბილო ხუმრობა....ვეღარ მიხვდა შალვა რომ ზვიოს გამოჩენით ვერაფერი შოუ გამოუვიდოდა....მართლაც ვადაგასულია....ან მანჩო გიორგობიანის მოწვევა რაში გამოადგა...მთლიანობაში შოუმ ,,ჩაისვარა,,მეორედ ყურების სურვილი არც გამიჩნდება
14:00 / 27-04-2014
გამოხმაურება / 0 /
...
არ შეიძლება შოუს გულისთვის ყველაფრის გაკეთება, რაღაც ნაწილს ვუყრე და არ მომეწონა :/
13:55 / 27-04-2014
გამოხმაურება / 0 /
заза
ме магалитад дзалиан гамисцорда шалвас хумроба.аба твитон гиорги ро агадавебс халхс,щарвали гичерсо рогори ико?...
13:42 / 27-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS