26 აპრილი, 2014
სილამაზის რეცეპტები მარიამ როინიშვილისგან - „მეორე რჩევა მამაკაცებს ეკუთვნით“...
მომღერალი მარიამ როინიშვილი ფიქრობს, რომ სილამაზის რეცეპტი ქალის შინაგანი ბუნებაში მდგომარეობს ქალი შეიძლება ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდეს სალონებში და ყოველღე ერთი შეხედვით მოწესრიგებული იყოს, მაგრამ მამაკაცები შესაძლოა, მიმზიდველად და ლამაზად ვერც აღიქვამდნენ.

მომღერალი მარიამ როინიშვილი ფიქრობს, რომ სილამაზის რეცეპტი ქალის შინაგანი ბუნებაში მდგომარეობს. მარიამს ვთხოვეთ, სილამაზის რამდენიმე რეცეპტი გაემხილა ჩვენი მკითხველისთვის.

მარიამი:

პირველი - ვფიქრობ, ადამიანის თვალები ძალიან მრავლისმეტყველია და ხშირად ქალების სილამაზის განმსაზღვრელიც ხდება... პირველ რიგში ალბათ სასურველია, რომ ვიყოთ ლაღები და თვალებიდან ვაფრქვევდეთ იმ
სხივებს, რაც შემდეგ ადამიანებს ძალიან თვალში ხვდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ქალს საკმაოდ დუხჭირი ცხოვრება აქვს, ვფიქრობ, რომ თუ მამაკაცები შეეცდებიან მათ გაბედნიერებას, ისინი გაცილებით ხალისიანები, ლამაზები, ლაღები იქნებიან...

მეორე რჩევა მამაკაცებს ეკუთვნით, რადგან მგონია, რომ ქალის გარეგნული სილამაზე დიდ წილად მათზეა დამოკიდებული...

მესამე - არასოდეს გვქონდეს ღვარძლი, შური და ალბათ ეს ყველაფერი თუ არ იქნება ჩვენში, სულ სხვა სილამაზე დაიწყებს გამობრწყინებას... მე ამის ძალიან მჯერა...

მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS