- როდესაც გადაწყდა, რომ ორი კანდიდატი უნდა წასულიყო იურმალაში, ვთქვი, რომ ნინის კანდიდატურას მოვხსნიდი. რატომღაც მითხრეს, არავითარ შემთხვევაში ასე არ მოიქცე, ნინის
- როგორც ვხვდები, დიდი იმედი გქონდა, რომ ნინი წავიდოდა იურმალაში.
- იმის იმედიც არ მაქვს ხვალ გავიღვიძებ თუ არა, ნინის კონკურსზე გამგზავრებაზე, რა გითხრა? (იცინის)
- ნინი როგორ გრძნობს თავს?
- გადასარევად. ჯანსაღი კონკურენცია მისაღებია. აქედან გამომდინარე გულდაწყვეტის გამო არ ვამბობ, კანდიდატურის მოხსნა კარგი იქნებოდა-მეთქი. ნუცა მართლა კარგი ბავშვია და მაშინვე რომ აეყვანათ, კარგი იქნებოდა. ლოდინი ძალიან ცუდია. მე და ნინის სხვა გეგმაც გვქონდა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვაპირებდით რაღაც პროექტის დაწყებას.
- როგორ ფიქრობ, ხომ არ ჯობია, რომ საქართველოდან ერთი კანდიდატი წავიდეს ხოლმე მეორე ტურზე?
- რა თქმა უნდა, სულ ათი კონკურსანტი იყო თბილისის შესარჩევ ტურზე. მესმის, რომ საქართველო არაა უკრაინა ან ყაზახეთი. შეიძლება, 160 კანდიდატი მოვიდეს და რამდენიმეში შეგეპაროს ეჭვი, კარგი იყო თუ არა. როცა ათი კონკურსანტია, და ორს ირჩევ და პროდიუსერს ეუბნები, არ მოხსნა კანდიდატურა, ჩვენ ეს გოგო მოგვწონს, რადგან განსხვავებული ხმის ტემბრი აქვსო, უხერხულია. ან უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყნიდან ორი კანდიდატი წავიდეს.
როდესაც ნინი მეორე ტურზე გავიდა, ძალიან ბევრი ამბობდა, ნატო დუმბაძეს ეს კონკურსი ჩაწყობილი აქვსო. თქვენი საიტიდან მინდა ყველას ვუთხრა, ბოდიში მომიხადონ. ნატო დუმბაძე მთელი ცხოვრება კეთილსინდისიერად მუშაობდა, ჩაწყობების გარეშე და ასე მუშაობას აგრძელებს. ამის შემდეგ ეჭვები ყველამ თავისთვის შეინახონ. თვითონ რასაც აკეთებენ, ჩემზე ნუ ამბობენ. მეორე წელია, ჩემი კანდიდატი მეორე ტურიდან ვარდება და ნუღარ დაიწყებენ საუბარს, ნატოს ჩაწყობილი აქვს ეს კონკურსი და თუ საჭირო იქნება, ჩვენც ჩავაწყობთო. არ დაიღალა ეს ხალხი ამ ხრიკებით? ამას უფრო განვიცდი, ვიდრე იმას, რომ მეორე ტურიდან არ გავედით.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















