26 აპრილი, 2014
ონის წარმატებული მოსწავლეები „ეტალონში“
„ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 15 საათზე დაიწყება. შაბათს 26 აპრილს გადაცემა „ეტალონმა“ ონის რაიონიდან შეკრებილ წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა. ისევე, როგორც სხვა რეგიონის წარმომადგენლებმა, ონელმა მოსწავლეებმაც „ეტალონის“ სტუდიაში მოხვედრამდე ადგილობრივი შესარჩევი კონკურსები და ინტელექტუალური ტურები გაიარეს.

მოსწავლეთა მხარდასაჭერად სტუდიაში მათი მეგობრები, მშობლები, პედაგოგები შეიკრიბნენ. მოსწავლეებს გულშემატკივრობდნენ ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ბიჭაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ჯაფარიძე.

ვინ მოიპოვა საბოლოოდ გამარჯვება და რა საჩუქრები გადაეცა თამაშის ყველა ფინალისტს, ამას შაბათს 26 აპრილს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში
15 საათზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS