ხუთშაბათს ''იმედის'' ეთერში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონი იწყება და როგორც პროექტის პროდიუსერები ამბობენ, მაყურებელს ბევრ სიურპრიზს უმზადებენ.
შოუს ერთ-ერთი ჟიურის წევრი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იქნება, ამის შესახებ ინგამ რამდენიმე წუთის წინ ''ფეისბუქზე'' დაწერა:
''ხუთშაბათიდან იწყება ''იმედის'' ყველაზე პოპულარული შოუს ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალი სეზონი. ყოველ ხუთშაბ
თავიდან დავფიქრდი, როცა შემომთავაზეს ჟიურის წევრობა და კარგად გავიაზრე და დავინახე ჩემი როლი და დავთანხმდი. ხუთშაბათიდან 22.00-ზე გვიყურეთ პრდაპირ ეთერში…და ყოველ პარასკევს, საღამოს ათზე "რეაქციაში''. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ახალი ეტაპი მეწყება''.
როგორც ჩანს, ''იმედსა'' და ''რუსთავი 2-ის'' სატელევიზიო რეიტინგებისთვის ბრძოლა მძაფრდება. გასულ სეზონში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' და ''პროფილის'' ბრძოლა, ''პროფილის'' გამარჯვებით დამთავრდა. ვნახოთ, ახალ სეზონზე როგორ დამთავრდება მორიგი სატელევიზიო დუელი.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















