22 აპრილი, 2014
ბელა ზაქაიძე: "ყველა თქვენგანის დამსახურებაა, თქვენ დამიხსენით ჯოჯოხეთისაგან''...
ხედავ, რომ უსამართლოდ ყავხარ დატყვევებული და უსამართლოდ ცდილობენ მდგომარეობის დამძიმებას ტელეკომპანია "ტვ 3''-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, რუსმა ოკუპანტებმა ოპერატორთან და ტექნიკურ თანამშრომელთან ერთად სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფატქის გაშუქებისას დააკავეს.

ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და მთავრობისა და საერთაშორისო მხარის ჩარევის შემდეგ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორიდან დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს.

ბელამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე ვრცელი კომენტარი პირველად დღეს გამოაქვეყნა:

"ჩემი გათავისუფლები
დან მე-6 დღეს, ვბედავ საკუთარ გვერდზე ამ წერილის დაწერას. სიტყვები არ არსებობს იმ განცდების და ემოციების გამოსახატად რაც მე მჭირდა და მჭირს ახლაც. ვერ ვბედავდი სიტყვებში გამომეხატა მადლობა თქვენი მისამართით.

თითოეულს ცალ-ცალკე მინდა გითხრათ, მაგრამ ესეც ის შემთხვევაა, სადაც სიტყვებით რთულია გადმოსცე რა მინდა გითხრათ. რომ არა თქვენი რეაქცია, დარწმუნებული ვარ, ახლაც რკინის გისოსებიან, რკინის კარიან, დიდ "კლიტიან" ბნელ, ცივ, სუნიან, პატარა საკანში (კარცერში) ვიქნებოდი, სადაც სიცივისგან მაკანკალებდა და ტარაკნები და ვირთხები დარბოდნენ.

სადაც ერთი საათით იქ გაჩერებამაც კი შეიძლება ფერი დაგაკარგინოს და გულის ფეთქვა შეგიჩეროს. სადაც გარშემო ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები ცივი სახეებით გახვევიან. ხედავ, რომ ადამიანური განცდები მათგან შორია, სამართალი და მორალი არ ესმით და შეუძლიათ გაგაქრონ.

ხედავ, რომ უსამართლოდ ჰყავხარ დატყვევებული და უსამართლოდ ცდილობენ მდგომარეობის დამძიმებას. არგუმენტები და ფაქტები არ ჭრის. საკუთარი "სამართალი" აქვთ - შენ ქართველი ხარ?

ე.ი. მტერი ხარ და უნდა გაწამონ. ქალი, კაცი სულერთია. რთულია ასეთი გაყინული ვითარების გალღობა. ყველა თქვენგანის დამსახურებაა, თქვენ დამიხსენით მე ჯოჯოხეთისაგან. ძალიან ბევრი გააკეთეთ და ყველაფერი ვიცი, ყველა თქვენგანზე ვიცი, რაც გააკეთეთ ჩემთვის'' - წერს ბელა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
111
ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროს
12:38 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS