19 დეკემბერი, 2023
ოპტიმო - სალაროს პროგრამა უნიკალური შესაძლებლობებით

 

თუ გაქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი და ჯერ კიდევ რვეულში აკეთებ ჩანაწერებს გაყიდული და შესყიდული პროდუქციის შესახებ, მაშინ სასწრაფოდ ოპტიმო გჭირდება.

ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც იმდენ საჭირო საქმეს აკეთებს მენეჯერებისა და მოლარეებისთვის, რომ მას სალაროს პროგრამას უწოდებენ.


ოპტიმოს მარაგების პროგრამა ერთ სივრცეში აქცევს ყველა ინფორმაციას შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლების, მომგებიანობის შესახებ, ამასთანავე გეხმარებათ, აკონტროლოთ  საწყობში არსებული ნაშთები და განსაზღვროთ, რომელი პროდუქტები გაქვთ დასამატებელი. ახალი პროდუქციის მიღებისას მარტივად ხდება შესყიდვების პროგრამაში ასახვა და rs.ge

- ზე ზედნადებების გადატანა.


შემოსავლის გაზრდის მიზნით, შეგიძლიათ გააკონტროლოთ რომელი პროდუქტია ყველაზე გაყიდვადი დროის ამა თუ იმ მონაკვეთში და ამის მიხედვით დაგეგმოთ აქციები. ოპტიმოს მეშვეობით თქვენი ბიზნესი შეგიძლიათ მართოთ დისტანციურად ისე, თითქოს არსად წასულხართ და მუდმივად გქონდეთ საჭირო ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო პროცესებზე.


ოპტიმოს აქვს ორი სამუშაო სივრცე, ერთი მენეჯერებისთვის, მეორე მოლარეებისთვის. პროგრამა იმდენად მარტივია სამუშაოდ, რომ არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ტრენინგს, თუმცა, თუ დააყენებთ ოპტიმოს თქვენს ობიექტზე, გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, დაგეხმარებათ მის მოგვარებაში.


პროგრამა მოლარეებისთვის


სალაროს გამარტივებული პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ გადახდებს, რაც  დადებითად აისახება მომსახურების ხარისხზე. მოლარეს პროდუქტის მოძებნა შეუძლია არა მხოლოდ შტრიხკოდით, არამედ ფოტოთი, დასახელებით, შედეგად არ წარმოიქმნება რიგები და ბერვად უფრო მოსახერხებელი ხდება გადახდის პროცესი.

მოლარეს ოპტიმოს პროგრამის დახმარებით შეუძლია:

  • მარაგების პროგრამულად გადამოწმება
  • რიგების კონტროლი
  • უკან დაბრუნება
  • გაყიდვების ისტორიის შემოწმება
  • მომწოდებლისგან შეკვეთების დადასტურება
  • იურიდიულ პირებზე გაყიდვები


მენეჯერის სივრცე


რაც შეეხება მენეჯერის სივრცეს, ოპტიმო მენეჯერს აძლევს საშუალებას რომ ჰქონდეს წვდომა რეპორტებსა და სტატისტიკაზე, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ განავითაროს ბიზნესი. გარდა ამისა, მენეჯერს მაღაზიის პროგრამის საშუალებით შეუძლია ერთი სივრციდან მართოს:

  • ფილიალები
  • გაყიდვები და შესყიდვები
  • მარაგები
  • წარმოება
  • მოახდინოს მომწოდებლებთან ანგარიშსწორება
  • იურიდიულ პირზე გაყიდვები


ოპტიმოთი სარგებლობა არ მოითხოვს დიდ ინვესტიციას, მარაგების მართვის პროგრამით სარგებლობა პირველი 14 დღის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ, შემდეგ კი მხოლოდ 40 ლარის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად,  სამაგიეროდ საქმე ბევრად შეგიმსუბუქდებათ, ხოლო ბიზნესი დაიწყებს სვლას წარმატებისკენ.


იმისათვის, რომ უფრო მეტი გაიგოთ ოპტიმოს შესახებ ეწვიეთ საიტს optimo.ge და გადადგით პირველი ნაბიჯი წარმატებული საქმიანობისკენ.

R

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS