31 აგვისტო, 2021
"2-ჯერ აცრილი იყო, შეხვდა კოვიდი, რომლისგანაც განიკურნა! მისი გარდაცვალება გამოიწვია ინფარქტმა და არა COVID 19-მა!" - რას წერს მამა აკაკი მეგრელიშვილის მეგობარი
რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მამა აკა­კი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, ლაშა შენ­გე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ძღვრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­ზე წერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ "მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო სი­ახ­ლე­ნის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ძღვა­რი კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა. თუმ­ცა, რო­გორც მე­გო­ბა­რი წერს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და "ფე­ის­ბუქპოს­ტში" მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მოკ­ლე ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

"გარ­და­იც­ვა­ლა მამა აკა­კი - ჩემი ქრის­ტეს­მი­ე­რი მე­გო­ბა­რი და სუ­ლი­ე­რი ძმა!!!

მამა აკა­კი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი იყო მხურ­ვა­ლე ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის, უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი და თავ­მდა­ბა­ლი მღვდელმსა­ხუ­რი!.. მთე­ლი გუ­ლი­თა
და სუ­ლით ვი­ზი­ა­რებ მისი მე­უღ­ლის, ჩემი კო­ლე­გი­სა და კურ­სე­ლის, ჩემი მე­გობ­რის - ჩემი ნი­ნოს უდი­დეს ტკი­ვილს, ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ლა­მაზ ოჯახს, მის დას და ყვე­ლა ახ­ლო­ბელს!..

მამა აკა­კი გახ­ლდათ ერუ­დი­რე­ბუ­ლი და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­შუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბა გა­აჩ­ნდა და ყო­ველ­თვის სწო­რად აფა­სებ­და ჩვენს სამ­შობ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს!.. მას ჰქონ­და ღრმა სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა, იყო მრა­ვა­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რი, ბრწყინ­ვა­ლედ ერ­კვე­ო­და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ჰქონ­და იუ­მო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა, მას­თან სა­უ­ბა­რი და ურ­თი­ერ­თო­ბა ძალ­ზედ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ყვე­ლა­სათ­ვის!..

სამ­წუ­ხა­როა, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­და მა­ვა­ნი­სა და მა­ვა­ნი­სათ­ვის სპე­კუ­ლა­ცი­ის თემა!!!ავ­რცე­ლე­ბენ და­უ­დას­ტუ­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მამა აკა­კი, რო­მე­ლიც იყო 2-ჯერ აც­რი­ლი, მას და­ე­მარ­თა კოვიდ 19 და მას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად და აც­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თით­ქოს ის ამ ვირუ­სი­სა­გან გარ­და­იც­ვა­ლა!!!

ჯერ ერთი, ასეც რომ იყოს არა­კა­ცუ­რია და დიდი უზ­ნე­ო­ბაა ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა!!!თა­ნაც მთა­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა მამა აკა­კის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­თიც შეც­დო­მა­ში შე­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ინერ­გე­ბა შიში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ!..

მამა აკა­კის ჯან­მრთე­ლო­ბა უკი­დუ­რე­სად სა­ვა­ლა­ლო იყო მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - ის წლე­ბის წინ და­ა­ვად­და ჩ ჰე­პა­ტი­ტით, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ცე­რო­ზი და ღვიძ­ლი უკი­დუ­რე­სად და­უ­ზი­ან­და!.. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ჭი­რო გახ­და ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა, ამ 60 000 $-მდე ღი­რე­ბუ­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ (რაც მე­გობ­რებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა შე­უგ­რო­ვეს) კო­რე­ელ­მა მე­დი­კო­სებ­მა და­უ­ნიშ­ნეს იმუ­ნი­ტე­ტის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი აბე­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად უნდა მი­ე­ღო, რათა იმპლან­ტი არ მო­ე­შო­რე­ბი­ნა ორ­გა­ნიზმს რო­გორც უცხო სხე­უ­ლი!..ოპე­რა­ცი­ამ­დე მისი ორ­გა­ნიზ­მი ღვიძ­ლის ცე­რო­ზი­სა­გან საკ­მა­ოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო - არა­ნორ­მა­ლუ­რად მო­ე­მა­ტა რკი­ნა, რომ­ლის­გა­ნაც მთე­ლი სხე­უ­ლი და სახე გა­მუ­ქე­ბუ­ლი ჰქონ­და და სი­შა­ვე­ში გა­და­დი­ო­და!..ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ზა­ფხულ­ზე ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნით ჩა­ი­ტა­რა 2 აცრა, რად­გან აუც­რელს რომ შეჰყრო­და ეს ვე­რა­გი ვირუ­სი, იცო­და მისი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი ჩOVID 19-ს ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და!.. ზა­ფხულ­ში მის და­ზი­ა­ნე­ბულ სხე­ულს და­ე­მა­ტა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი და მას სი­ცო­ცხლე მხო­ლოდ შუნ­ტი­რე­ბით შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს!..მამა აკა­კის გუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ჰქონ­და, რომ ინ­ფარ­ქტამ­დე წირ­ვის ჩა­ტა­რე­ბის დროს ბევ­რჯერ ცუ­და­დაც გამ­ხდა­რა!..ხოლო შუნ­ტი­რე­ბის შემ­დეგ კი, როცა 2-ჯერ უკვე აც­რი­ლი იყო მას შეხ­ვდა კოვიდ 19, რომ­ლის­გა­ნაც გა­ნი­კურ­ნა!!!

მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­უ­ა­რეს­და მისი გუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ნუ­ვი­თარ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფარ­ქტი (რაც ხში­რად ვი­თარ­დე­ბა პირ­ვე­ლი ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ), რა­მაც გა­მო­იწ­ვია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და არა კოვიდ 19-მა!!!

ეს არის სი­მარ­თლე და ვინც ამა­ხინ­ჯებს რე­ა­ლო­ბას ღმერ­თმა შე­უნ­დოს!!!

ჯვა­რი მამა აკა­კიმ დამ­წე­რა და მისი სა­ხით მე დავ­კარ­გე ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში!..

მწამს, რომ ღმერ­თი შე­უნ­დობს მას ნე­ბით, თუ უნებ­ლიე ყო­ველ შე­ცო­დე­ბას და სა­სუ­ფე­ველს და­უმ­კვიდ­რებს მის მარ­თალ სულს!!! ამინ!!!"



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS