ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენო. ყველა ადამიანს
მაშ, ასე!
ნოდარ ჯავახიშვილი-თორელი
მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ტელეწამყვანი
ნოდარ ჯავახიშვილი ტელემაყურებელმა ახალი გადაცემით - "რედიზაინით" გაიცნო. ნოდო პროფესიით მარკეტერია. ასევე, ლექტორი - საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ სკოლაში და აიესემში (მარკეტინგის საერთაშორისო სკოლა). ქარიზმატული გარეგნობის მქონე, მხიარულმა წამყვანმა პირველივე გადაცემის გასვლისთანავე დაიმსახურა მაყურებელთა სიმპათია. გადაცემა, სადაც მონაწილეებს ოთახს უფასოდ ურემონტებენ, 25 აპრილს დაიწყო და ყოველ კვირა დღეს, თV პირველზე 15:30 საათზე გადის.
ირაკლი მაქაცარია
კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი
ირაკლი მაქაცარიას განსაკუთრებული პოპულარობა "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" მოუტანა. ცოტა ხნის წინ, ირაკლიმ ბევრ ქართველ გოგონას დასწყვიტა გული და ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ულამაზესი ლიზა ჩიჩუა გახლავთ. ამჟამად, ირაკლი "პრაიმშოუს" ერთ-ერთი წამყვანია.
გიორგი ქორქია
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი
გიორგის დიდი ხანია იცნობს მაყურებელი ტელეეთერიდან. განსაკუთრებით პოპულარული გადაცემის - "უკანასკნელი გმირი" გასვლის შემდეგ გახდა. გიორგი ამჟამად რუსთავი 2-ის "დილამშვიდობისა საქართველო-ს" ერთ-ერთი წამყვანია და მაყურებელს ხშირად ანებივრებს საინტერესო სიუჟეტებით.
გიორგი გასვიანი
მსახიობი, ტელეწამყვანი
გიორგი გასვიანს პოპულარობა გადაცემა "სიცრუის დეტექტორმა" მოუტანა. ის ასევე მუსიკალურ წამყვანად, რადიოშიც მუშაობდა. გიორგი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და სასურველი სასიძოების სიიდან ამოეწერა, თუმცა სიმპათიური წამყვანის სტატუსს კვლავინდებურად ინარჩუნებს.
გიორგი ვარდოსანიძე
მსახიობი, ტელეწამყვანი
გიორგი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა. ამ პროექტმა მას წარმატება მოუტანა. გიორგი გადაცემის - "გააცინე და მოიგე" წამყვანიც იყო. ის მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე იყო დაქორწინებული.
თქვენ რომელი ტელეწამყვანი მოგწონთ ყველაზე მეტად? - დაგვიწერეთ კომენტარებში.