01 თებერვალი, 2021
თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

ცნობილი ქართველი მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS