"15 იანვარს, როდესაც საქართველო დავტოვე, "კოვიდ-19-ის" ტესტი უარყოფითი იყო. ტესტი გავიკეთეთ 14, 16 და 18 იანვარს და ყველა ჯერზე პასუხი უარყოფითი იყო. შაბათს, 23 იანვარს თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ყნოსვა და გემო სრულად დავკარგე. მაშინვე იზოლაციაში გადავედი და უკვე ორშაბათს, 25 იანვარს, ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი!
პირველად ივლისში
იმედი მაქვს, 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და შევძლებ ჩემი კარმენის შესრულებას ვენის ოპერაში ტელევიზიისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის
ყველას ჯანმრთელობას და უსაფრთხოდ ყოფნას გისურვებთ" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მართალია, საშინელი ამბავი დამატყდა თავს გუშინ და ძალიან განვიცდი, მაგრამ იმდენი თბილი კომენტარი წავიკითხე და იმდენი სიყვარული და დადებითი ენერგია გამოგზავნეთ, რომ დღეს უკვე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს! უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასებო! ძალიან მიყვარხართ ყველა" - წერს მუსიკოსი.