"ჩემი ცხოვრება მუდმივად მოულოდნელობებით არის სავსე, ეს ბედნიერი დღეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ჩემთვის, რადგან სრულიად მოულოდნელად მისი უწმინდესობისგან მივიღე თანხმობა, ჩემი შვილების ნათლია გამხდარიყო, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მინდოდა, ეს ბედნიერი დღე თქვენთვის გამეზიარებინა.
ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია. პატრიარქთან
ნინო სურგულაძე 7 ივნისს, ტყუპი - ქალ-ვაჟის დედა გახდა. პატარა ნატალიასა და ზაქარიაზე დედა სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად წერს და ფოტო და ვიდეომასალასაც აქვეყნებს.
ცნობილი საოპერო მომღერალი მაისში დაოჯახდა. მისი რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია.