ქეთამ და ლევმა 20 ნოემბერს იქორწინეს. წყვილს მალე პირველი საერთო შვილიც ეყოლება.
ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა. აქამდე ის ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი საერთო შვილი, ოლივია ჰყავს. ერთი შვილი, ვაჟი ჰყავს თავად ლევ ძენგოვსაც პირველი ქორწინებიდან – ლეონიდი მას 2013 წელს შეეძინა.