17 აპრილი, 2014
ნიკო ბერიძე სექსის დროს ''ორ ვარსკვლავს'' უყურებს
ახლა თუ გაინტერესებს, კუს ტბაზე ვთამაშობ და მობილური მოვიგე ამ წამს მას შემდეგ რაც ''იმედზე'' ნიკო ბერიძე ''ორ ვარსკვლავს'' გამოეთიშა, ''რუსთავი 2''-ის ეთერში მისი ძმა, გიორგი ბერიძე გამოჩნდა. ''იქს ფაქტორის'' მაყურებელის ნაწილი ამბობს, რომ გიორგიმ ნიკო ''ჯიბეში ჩაისვა''. ნიკოს კომენტარი ორ პროექტზე ვკითხეთ.

- ნიკო, მას მერე რაც ''ორი ვარსკვლავი'' დატოვე, უყურებ ამ პროექტს?
- კონცერტის ბოლოს ვუსწრებ ხოლმე. ხან სახლში, ხან გარეთ, ხან სტუდიაში, ხან სექსის დროს (იცინის).
- როგორ შეაფასებ მას როგორც მაყურებელი
და არა როგორც მონაწილე?
- გასართობი, საღადაო პროექტია, ვისაც უნდა ის გაერთობა.
- შენ ერთობი?
- ვერთობოდი, როცა ვმონაწილეობდი, ახლა ვეღარ ვერთობი, იმიტომ რომ ტელევიზორი გათიშულ მდგომარეობაში უფრო მომწონს.
- გული არ გწყდება პროექტში რომ აღარ ხარ?
- არანაირად, თავიდან ნინოს გამო გამიტყდა, მინდოდა უფრო მეტი ტური ემღერა, თორემ ჩემთვის ეს მხოლოდ თამაში იყო.
- ახლა რას თამაშობ?
- ვიდეო თამაშს, bioshock infinite-ს. კონკრეტულად ახლა თუ გაინტერესებს, კუს ტბაზე ვთამაშობ და მობილური მოვიგე ამ წამს.
- გილოცავ. აზარტული ხარ?
- კონკრეტულ რაღაცეებთან მიმართებაში კი.
- მას მერე რაც შენი ძმა ''იქს ფაქტორში'' გამოჩნდა, ბევრი ამბობს, ნიკო დაჩრდილაო. ეს გახარებს თუ...
- ბევრი პირიქით ამბობს, მაგრამ ეგ კარგია, უნდა ილაპარაკონ, აბა ჩვენ რითი გავერთოთ?
- მხოლოდ ერთობი? არ გსიამოვნებს როცა შენს ძმას აქებენ თუნდაც შენი დაჩრდილვის ხარჯზე?
- მე ის მსიამოვნებს, რაც მე მსიამოვნებს, გიორგის ქებითურთ.
- ძალიან ლამაზ გოგოსთან გადაღებული ფოტო გიდევს ფეისბუქზე. ვინ არის თაკო კორინთელი?
- ჩემი მეგობარია.
- მხოლოდ მეგობარი? ასეთ ლამაზ გოგონებთან მამაკაცებს უჭირთ მეგობრობა.
- ბაზარი არაა, გეთანხმები, მაგრამ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
-A
რა ტუპოი ბიჭია
14:32 / 19-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ციკო
მართლაც რომ ცუდი პროექტია ,,2 ვარსკვლავი'' ძაან დაბალი დონეა.
10:53 / 19-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დიმა
მოკლედ სექსი ტუ ახსენე ამბები ჯის ვერ გადაურჩები...:):)ნიკო ორი ვარსკვლავი რო დამთავრდება რა გეშველება სექსის პონტში??:)::)გტხოვ ნუ აპიარებ მაგ შოუს:):)
19:59 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
მაგარი ბიჭები არიან.მე უფრო ნიკო მომწონს მაგრამ ძმაც არანაკლები ყოლია. რაც შეეხება ორ ვარსკვლავს, სუფთა შტერობაა.
15:06 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
ვინაა დაბოღმილი და რისთვის?მე ვტვლი რომ რათქმაუნდა გიორგი უნიჭიერესია,მაგრამ ნიკო მაგრა უდგას მის ზმას გვერდით.გინდ ეხლა და გინდ "მაგთიფაბის" დროს.თქვენს ზმობას გაუმარჯოს ბიჭებო.გავარტყო "2 ვარსკვლავს" ხა ხა ხა.
12:47 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS