მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება. გულშემატკივრებმა ახალი ინფორმაცია "ინსტაგრამის" პირადი გვერდიდან შეიტყვეს, სადაც მსახიობმა ახალი ფოტოები გამოაქყვენა. ფოტოებზე ორსული მსახიობია გადაღებული ახალმა ამბავმა მისი ფანები ძალიან გაახარა და არაერთი მილოცვაც მიიღო.
რუსკა მაყაშვილმა მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე ოფიციალურად 2015 წელს იქორწინა. მათ უკვე ჰყავთ ერთი შვილი, 3 წლის ილია ნიჟარაძე და ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან. ჯერჯერობით ბავშვის სქესი საზოგადოებისთვის უცნობია.