22 ოქტომბერი, 2020
"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე
"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ში რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მძევ­ლო­ბის შემ­დეგ, 43-ვე ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. მათი ნა­წი­ლი წუ­ხელ ღა­მით­ვე გა­მო­კი­თხეს პო­ლი­ცი­ა­ში... ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, მათ ტე­რი­ტო­რია მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვეს, რად­გან, მა­თი­ვე თქმით, "სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ჯერ ლა­პა­რა­კი არ სურთ". მე­დი­ას­თან მხო­ლოდ ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მძევ­ლად ყოფ­ნის დრო­საც აქ­ტი­უ­რი იყო. ის თავ­დამ­სხმე­ლის და­ვა­ლე­ბით, ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უ­კავ­შირ­და და მისი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აც­ნო.

ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია:
- მად­ლო­ბე­ლი ვარ, სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი ძა­ლის­ხმე­ვის
გა­რე­შე, ახ­ლაც იქ ვიქ­ნე­ბო­დით. ყვე­ლა დე­ტა­ლი არ მეს­მო­და, მაგ­რამ ესა­უბ­რე­ბო­და ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად და მშვი­დად, რა­საც თურ­მე ასეთ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქო­ნია... ჩემს საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ბა­რა­თი უნდა და­მემ­ზა­დე­ბი­ნა, ზუს­ტად ორი-სამი წუთი საქ­მე იყო, რად­გან ბა­რა­თი უკვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ამენ­თო რი­გის ნო­მე­რი და უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი ოპე­რა­ტორ­თან და უეც­რად გა­ვი­გე გას­რო­ლის ხმა. ორი გას­რო­ლა იყო, თუ სწო­რად მახ­სოვს. მა­ნამ­დე, ჩემს ზურგს უკან რა მოხ­და, არ ვიცი, მაგ­რამ მან ეს­რო­ლა გა­რეთ მყოფ პირს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­დე­ოს იღებ­და, ეტყო­ბა, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო შე­ამ­ჩნია, თო­რემ რა­ტომ გა­და­უ­ღებ­და... თან მერე სა­უ­ბარ­ში თა­ვად თქვა, ასე იმი­ტომ მო­ვი­ქე­ცი, რომ გა­რე­დან მი­ღებ­დაო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, აცდა. შუ­შას ნა­ტყვი­ა­რი ეტყო­ბა...

- ამ დროს უკვე ნი­ღა­ბი ეკე­თა?
- დიახ, ნი­ღა­ბიც ეკე­თა და ხელ­ყუმ­ბა­რა­საც მა­შინ­ვე მოხ­სნა დამ­ცა­ვი და ძირს და­აგ­დო... ეს კი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ მა­ინც ვერ მოვ­დი­ო­დი გონს, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და... მერე უკვე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე საფრ­თხე. მერე მა­ლე­ვე მო­ი­თხო­ვა მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე არ იყო, ზედა სა­თულ­ზე ყო­ფი­ლა და გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო. ამის შემ­დეგ მე­სა­მე სარ­თულ­ზე ას­ვლა გვიბ­რძა­ნა, სა­დაც დავ­ბი­ნავ­დით კი­დეც, მერე მოგვ­თხო­ვა 112-ში და­რეკ­ვა, სა­დაც ყვე­ლას და­ა­რე­კი­ნა. ერთ-ერთს უთხრა, "ტვ პირ­ველ­თან" და­კავ­ში­რე­ბა, მან უპა­სუ­ხა, "ფე­ის­ბუ­ქი"არ მაქ­ვსო, მე­ო­რეს უჯ­დე­ბო­და, კი­დევ ერ­თსაც რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ასე მო­ვი­და ჩე­მამ­დე და თა­ვად ვუ­თხა­რი, მაქვს "ფე­ის­ბუ­ქი"-მეთ­ქი, არ ვიცი, სხვაგ­ვა­რად რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი კაც­თან, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის წინ გახ­სნი­ლი ხელ­ყუ­მაბ­რით ხელ­ში იდგა. ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, პო­ლი­ცი­ას არ და­ე­წყო შტურ­მი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნი და­ვი­ღუ­პე­ბო­დით.

- მძევ­ლებ­ში პა­ნი­კა იყო?

- შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ თით­ქოს პა­ნი­კა არ იყო, თა­ვად გაგ­ვაფრ­თხი­ლა, ზემ­დე­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ იყო­სო... თა­ვი­დან იყო აგ­რე­სი­უ­ლი, ალ­ბათ ის კად­რი და­აფ­ქ­სი­რა კა­მე­რამ, მერე ჩვენ­გა­ნაც და­ი­ნა­ხა, რომ შიში გა­დავ­ლა­ხეთ და უფრო კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და... და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ 7 სა­ა­თი ერ­თად ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერ­თმა იხუმ­რა კი­დეც, რა­ზეც რამე აგ­რე­სია არ ჰქო­ნია. ვინც ტი­რო­და და ემო­ცი­უ­რად მძი­მედ იყო, თა­ვი­დან­ვე გა­უშ­ვა. მათ შო­რის ფეხ­მძი­მე ქა­ლიც... შე­საძ­ლოა, ეს იმი­ტო­მაც გა­ა­კე­თა, რომ თა­ვად უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­კუ­თარ გეგ­მა­ზე. ზოგი იმ­დე­ნად იყო შოკ­ში, რომ ტი­რი­ლის თა­ვიც არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ გა­ხე­ვე­ბუ­ლი იჯდა...

ნანა, (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია):

- შიში თით­ქოს მა­ლე­ვე გა­მიქ­რა, რად­გან ბრძა­ნე­ბებს მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად გვე­უბ­ნე­ბო­და, ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ იყოს, თო­რემ ვის­ვრიო... აქამ­დე ასე ახ­ლოს ია­რა­ღი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არას­დროს მი­ნა­ხავს, არა­თუ გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა. შოკი მქონ­და, მაგ­რამ მერე ვი­ღა­ცებ­მა ძალა მო­იკ­რი­ბეს, და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ და მეც ცოტა მო­ვეშ­ვი. დი­ლით ვიგ­რძე­ნი, რომ კბი­ლე­ბი მტკი­ვა, ეტყო­ბა, ერ­თმა­ნეთ­ზე ვა­ჭერ­დი... რო­დე­საც ნერ­ვი­უ­ლო­ბას გვამ­ჩნევნდა, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და მშვი­დად გვე­უბ­ნე­ბო­და, თუ გეს­ვრით, არ არის რა­ღაც სას­წა­უ­ლი, რად­გან ადრე თუ გვი­ან ყვე­ლა­ნი ვკვდე­ბი­თო... ვფიქ­რობ, ეს იყო ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­სა და შეშ­ლილს შო­რის, რო­მელ­საც ასე­თი ფრა­ზის მერე შე­ეძ­ლო ხა­ჭა­პუ­რი შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ან ეკი­თხა, ხომ არ დაგ­ცხათ, კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი ხომ არ ჩავ­რთო­თო? ასეთ რა­დი­კა­ლურ გა­მოს­ვლებ­ზე ზოგს გა­ე­ღი­მა კი­დეც, მაგ­რამ აგ­რე­სია არ ჰქო­ნია, ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით იღებ­და.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS