16 სექტემბერი, 2020
რომელი ცნობილი სიმღერა გააცოცხლა სალომემ ბაკურაძემ - მომღერალმა ამისთვის ანგელოზის ფრთები მოირგო
სალომე ბაკურაძე ერთ-ერთია იმ მომღერლებს შორის, რომლებიც პანდემიას არ უშინდებიან და რეპერტუარის განახლებაზე არიან ორიენტირებულები.

გელა გნოლიძის მუსიკაზე შექმნილ სიმღერა "აღარ გიცდი", რომლის ტექსტის ავტორიც სოსო თოლორაია გახლავთ, 18 წლის წინ, თავად სოსო ასრულებდა. განახლებული ვერსიის ჩაწერა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა, თუმცა კარანტინმა ხელოვანს ხელი შეუშალა იდეის განხორციელებაში.

არანჟირების ახალი ვერსია ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მისივეა ზოგადად სიმღერის მუსიკალური პროდიუსინგი. სიმღერა "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა და ჩანაწერზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

კლიპზე ცნობილი რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი მუშაობს, ოპერატორი
კი ლევან ლეკიაშვილი, იგივე ბუდა გახლავთ.

სალომეს კლიპის გადაღებები ახალ კონცეპტუალურ სივრცეში სელფის მუზეუმში წარიმართა. სალომეს ვიზაჟზე მეიქ აფ არტისტმა, დავით ფუტკარაძემ იმუშავა, რომელსაც მომღერალთან და ცნობილ ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ახალ კლიპში სალომე მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი იმიჯით წარსდგება. მან ვიდეორგოლისთვის ფრთებიც კი მოირგო.

Rating

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS