"სამი შვილი მყავს - პირველკლასელი, მეოთხეკლასელი და სტუდენტი. სამივეს ონლაინ უწევს სწავლა... რამდენი კომპიუტერი, რამდენი ოთახი და რამდენი ასისტენტი სჭირდება მათ?
ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს... როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი
მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშავოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს? მაინტერესებს რა პასუხი
აქვს განათლების სამინისტროს?" – წერს თიკა ფცაცია.