11 სექტემბერი, 2020
"ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში..." – "რუსთავი 2"-ის ჟურნალის კორონავირუსი დაუდასტურდა
"რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლისტსა და "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვანს, თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ თა­ვად ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს.

Rating

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "რუს­თა­ვი 2 მზად იყო ასე­თი არა­სა­სურ­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სათ­ვის, ჩვენ წი­ნას­წარ გვქონ­და ნა­ყი­დი რო­გორც სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, ასე­ვე ყვე­ლა სა­ჭი­რო ეკი­პი­რე­ბა. ამ ეტა­პის­თვის და­ა­ვა­დე­ბა­თა მარ­თვის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად ვგეგ­მავთ იმ სა­მუ­შა­ო­ებს, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რის დროს რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად არის სა­ჭი­რო, ჩვენ ასე­ვე ვად­გენთ კონ­ტაქ­ტებს და იმის შე­სა­ბა­მი­სად, თუ რა სა­უ­რათს მი­ვი­ღებთ, უახ­ლო­ეს წუ­თებ­ში, გა­დავ­წყვეტთ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა რა­ო­დე­ნო­ბა
დარ­ჩე­ვა ნი­უს­რუმ­ში და ოფის­ში და რა ნა­წილს მო­უ­წევს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა და ტეს­ტის გა­კე­თე­ბა"

Rating

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს თავად თეონა ცხომელიძეც:

"მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში - ვერ გპასუხობთ.

დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპონდენტისგან - სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში.

მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს.

ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.

დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს…" - წერს თეონა



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გისურვებ გამოჯანმრთელებას.
რაც შენ ცოდვა გაქვს ჩადენილი / ფეიკები მაქვს მხედველობაში / , შენი პროფესიული საქმიანობის დროს , კიდევ რაფრა გიდგია სული ნენა. .
16:17 / 12-09-2020
გამოხმაურება / 0 /
საბა
ცუდად იწექი...ალბად
09:13 / 12-09-2020
გამოხმაურება / 0 /
ედუარდი
საწყალი ფულს როგორ გაუგიჟებია:))
05:22 / 12-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS