10 სექტემბერი, 2020
"საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს" - ზურა შევარდნაძე შეზღუდვების გამო გადადებულ ქორწილზე
დღე­ი­დან იუ­ბი­ლე­ე­ე­ბის, ქორ­წი­ლე­ბის, ქელე­ხე­ბის გა­მარ­თვა იკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გუ­შინ, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თა­ვად ქორ­წი­ნე­ბის, რო­გორც აქ­ტის გა­ფორ­მე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არაა და შე­ზღუდ­ვა მხო­ლოდ ღო­ნის­ძი­ე­ბის აღ­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნა­წილს შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ, ქორ­წი­ლის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10 პირს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

რო­გორც გა­ირ­კვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გეგ­მა შე­იც­ვა­ლა, მათ შო­რის წყვი­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ქორ­წილს აპი­რებ­დნენ. ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე ერთ-ერთ ასეთ წყვილ­ზე წერს, რომ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რი დღის აღ­ნიშ­ვნას "გარ­დე­ნი­ა­ში" გეგ­მავ­დნენ.

"დღეს
ქორ­წი­ლი უნდა გვქო­ნო­და, კოხ­ტად მორ­თულ მოკ­რუ­ჭუ­ნე­ბუ­ლი. ერთი თვეა, ვა­თან­ხმებთ, ვუ­თან­ხმებთ, ვწერთ და ვკი­თხუ­ლობთ. გუ­შინ შუ­ა­დღეს ვი­გებთ, რომ არ გვაქვს უფ­ლე­ბა. ხარ­ჯი გა­წე­უ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ნა­ყი­დი, ასორ­მოც­და­ათ სტუ­მარს ეპა­ტი­ჟე­ბო­და ახა­ლად­შექ­მნი­ლი, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ოჯა­ხი. სა­პატ­რაძ­ლო ტი­რის, სა­სი­ძო იგი­ნე­ბა, ოი­ი­იი რო­გორ უწ­მა­წუ­რად იგი­ნე­ბა.. სა­სი­მამ­რო ჩა­ცი­ე­ბუ­ლი ღვი­ნის ბედს არ­კვევს, სა­დე­დამ­თი­ლო ძნე­ბად მო­ზი­დუ­ლი შეკ­ვე­თი­ლი ყვა­ვი­ლის. საქ­მეა ახლა ეს?

ვეჭ­ვობ, შა­ბა­თის, კვი­რის და ყვე­ლა და­ზამ­თრე­ბამ­დე და­გეგ­მი­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბიც აღარ გა­მო­ვა. ყვა­ვი­ლი უკვე და­ვა­რი­გეთ, არც საჭ­მელ-სას­მელს ვი­ზა­რა­ლებთ, შე­მო­ვუს­ხდე­ბით მე და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი და მო­ვილ­ხენთ.

არც მე­ქორ­წი­ლე ოჯახს ვა­ზა­რა­ლებთ და არც არა­ვის ვალ­ში არ დავ­რჩე­ბი მაგ­რამ სწო­რია ასე? ორი დღით ადრე მა­ინც, რომ მცოდ­ნო­და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ ასე არ ვი­ზა­რა­ლებ­დით. რა­ცაა ისაა, მთა­ვა­რია ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ ყვე­ლა, მე­ქორ­წი­ლეც, სტუ­მა­რიც, ამ წე­სის დამ­დგე­ნიც და ჩვენც.

უქორ­წი­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი, მო­წყე­ნი­ლი წყვი­ლი კი დღეს ფო­ტოგ­რაფ­თან ერ­თად მოვა, რომ ჩვენს ბაღ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სა­მახ­სოვ­როდ დარ­ჩეს", - წერს შე­ვარ­დნა­ძე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS