კახი კალაძის უმცროსი შვილის გრანდიოზული დაბადების დღე - ნიკოლა 2 წლის გახდა
გუშინ კახი კალაძის უმცროსი შვილი ნიკოლა კალაძე 2 წლის გახდა. პატარას დაბადების დღე კალაძე-არეშიძის წყვილმა საკუთარ აგარაკზე გრანდიოზულად აღუნიშნეს.
"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ, დღეს ორი წლის გახდი. გისურვებ, რომ აღმოჩენებით და სიხარულით სავსე ცხოვრება გქონდეს", - ამ ტექსტით მიულოცა ანუკი არეშიძემ უმცროს შვილს, პატარა ნიკოლას დაბადების დღე.