03 სექტემბერი, 2020
"ჩემი თავი მეზიზღებოდა, თან ჯანმრთელობა მქონდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში..." - ლოლა წერეთელი ყოფილ ქმარზე კიდევ ერთხელ საუბრობს
გიორგი და ლოლა წერეთელის სასიყვარული ისტორია წლები გაგრძელდა. მომღერლებს მუსიკის სიყვარულის გარდა ოჯახი და საერთო ბიზნესი აკავშირებდათ. ორი წლის წინ სკანდალური განქორწინების შემდეგ, ლოლას მხოლოდ ბინა დარჩა, გიორგი წერეთელს კი ბიზნესი და ახალი ცოლი, რომელიც თავისივე რესტორნის თანამშრომელი გახლდათ.

ლოლას ამ თემაზე საუბარი უჭირს, რადგან ცნობილია, რომ განქორწინებამდე ყოფილმა ქმარმა სპეციალურ საბუთს მოაწერინა ხელი, რომლის წყალობითაც, ქალს ქონებაზე საუბრის უფლება არ აქვს.

ერთი თვის წინ გადაცემა პროფილში ყოფილ ქმარზე სალაპარაკოდ კიდევ ერთხელ მიიწვია მაია ასათიანმა
ლოლა წერეთელი. დიალოგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, განსაკუთრებულად კი ის ნაწილი, როდესაც ლოლა უკვე ყოფილ საყვარელ მამაკაცზე საუბრობდა.

გუშინ გადაცემის ეს ნაწილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაზიარდა და ლოლას თაყვანისმცემლების მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ლოლა წერეთელი: 
- დაკარგულ დროს ვნანობ, 54 წლის ვარ და ისეთი ასაკია, რომ უკვე გადავიდა ჩემი დრო, რომ ვიღაცაზე ვიფიქრო. აღარ მინდა ნერვიულობა და შეყვარება. ვიღაცაზე ფიქრი... ჯობია შევუყვარდე და კაცმა იფიქროს, რა გააკეთოს ისეთი კარგი, რომ მე ბედნიერი ვიყო. იმდენად ბევრი გავეცი...
- რომ არ ყოფილიყო ლოლა არ იქნებოდა გიორგი წერეთელი...
- ჩემს დისშვილ ვლად არამოვთან ერთად დაპატიჟებული ვიყავი ერთ-ერთ კლუბში და გიორგი იქ მღეროდა. მაშინ მე ვიყავი ძალიან მსუქანი, ჩემი თავი მეზიზღებოდა თან ჯანმრთელობა მქონდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ფეხები მისივდებოდა და ვერ ვსუნთქავდი. რესტორანში რომ მივედით, ძალიან კარგად შეგვხვდა სიმპატიური ბიჭი, ყავა, წყალი შემოგვთავაზა. ვიკითხე ვინ არის ეს ბიჭი-თქო და ახალი მომღერალიაო. პირველად ასე ვნახეთ ერთმანეთი. შემდეგ ჩემს კლუბში მჭირდებოდა მომღერალი და მომიყვანეს გიორგი.
- მალე შეგიყვარდა?
- არა, თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით.
- მართალია ამ განქორწინებით ფინანსურად ყველაფერი დაკარგე?
- ბოდიშით, ამაზე ვერ ვიკლაპარაკებ, ცხოვრება დავიწყე თავიდან, ისე როგორც პატარა ბავშვი იწყებს ნაბიჯების გადადგმას. ბევრი მომღერალი მომეხმარა რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ბოლოს მე და გიორგიმ ერთმანეთი 2018 წელს ვნახეთ, ისრაელში ერთად ვიმუშავეთ...
- შეგიძლია აპატიო?
- ღმერთი აპატიებს.
- გრძნობა აღარ დარჩა?
- არა, იმდენად სამწუხარო იყო ეს ურთიერთობა. მეგობრებისგანაც შეურაცხყოფილი დავრჩი ისეთი არასასიამოვნო რაღაცები მოხდა, რომ ბევრი მათგანი დავკარგე გიორგი გამო...
- იქნებ ჯობდა რომ ამას ქორწინების სახე არ ჰქონოდა?
- ჩემი სიყვარული იყო ჩემი შეცდომა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
pipinia
54 ის ვარო? მე მაპატიეტ მაგრამ ეს ქალი 74 ის მეგონა უკვე.ოღონდ Yველანაირი ბოღმისა და ცინიზმის გარეშე
15:27 / 06-09-2020
გამოხმაურება / 0 /
keti
გვიან მიხვდება გიორგი ტუ ვინ კავდა გვერდსჰი არაკაცურად რომ მოიკცა ლოლას ცინასჰე კველამ დაინახა მეორე ცოლი კიდევ //მურანის ეკალია სუპტა//ტუ გონია რომ ბოლომდე გიორგის ცოლი იკნება ცდება დაიმახსოვროს ცჰემი სიტკვები როგორც ლოლა მიატოვა ისე მალემასაც მიატოვებს ლოლა კი ისეტი დზვირპასი და კარგი კალბატონია კველა ასაკსჰი ეკოლება ტაკვანისმცემლები 54 ცლისას ეხლა იცკებენ ცხოვრებას გიორგისნაირი რომ მოინდომოს ატსაც ისჰოვის გიორგი კი ლოლასნაირს ვერასოდეს უმადური და დაუნახავი ბიცჰი კოპილა არ სჰეარცჰენს გმერტი არაპერს რადგან მაგრად მიკარა ლოლას ცინასჰე
06:37 / 06-09-2020
გამოხმაურება / 0 /
nata
54 წლის ნამდვილად არ ხარ ლოლიტა, მინიმუმ 65 უკაკუნებ
16:43 / 05-09-2020
გამოხმაურება / 0 /
იანა
მაშინვე შეუსაბამო წყვილი იყო და ასეც უნდა დასრულებულიყო.
14:40 / 05-09-2020
გამოხმაურება / 0 /
$$
პირველად ვნახე, ქართველმა სომეხი როგორ გააცურა...
11:35 / 05-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS