"6 წლის წინ ამირან გურგენიძემ გოგო რომ მითხრა მესამეჯერ, გამოვედი და ჩემს ქმარს დავურეკე, რომელიც საქართველოში არ იყო, "გოგოა და თუ გინდა ბიჭის სახელი და
"ჩემს დიდ ბებიას ევანგელია ერქვაო", რომ მითხრა, გულში ვლოცავდი და მადლობას ვუხდიდი ევა ბებოს. მუცლიდან რომ ამოიყვანეს, მეგონა დეჟავუ მქონდა და გაბრიელას ვუყურებდი, ისე ჰგავდა და ასე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში მესამე ანგელოზი, რომელმაც ჩვენ აგვირჩია მშობლებად.
სულ მალე ევა 6 წლის გახდება და მოუთმენლად ელოდება თავის ფერად დაბადების დღეს. თვითონაც ფერადია და იცის, რომ დედ-მამა ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ცხოვრება სულ ფერადი იყოს, ტყუილად ხომ არ აგვირჩია მშობლებად".
ხატია სიჭინამ პირველ ქალიშვილს მამა გაბრიელის პატივსაცემად გაბრიელა დაარქვა, მეორე გოგონას მულის სახელი - ოლგა...