24 აგვისტო, 2020
"მზესუმზირებზე მითხრეს ვიყიდითო, მეთქი გაატანე თუ ეს ბედნიერს გახდით" - რას იხსენებენ შატილის გზაზე გარდაცვლილ გოგონებზე
მეორე დღეა რაც მთელი საქართველო შეძრა შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. გარ­და­იც­ვა­ლა 17 ადა­მი­ა­ნი, 3 კი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მთა­ვარ ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია გზა, რო­ემლზეც მოძ­რა­ობ­და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და რა ად­გი­ლი­და­ნაც გა­და­ი­ჩე­ხა. ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი ერ­თდღი­ა­ნი ტუ­რი­დან უკან ბრუნ­დე­ბო­და.

დიაური მარგარეტი წამროშობით შატილიდან არის, სწორედ მან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სტატუსი, რომელიც ექსკურსიის გოგონების ბოლო საათებს ასახავს.

"დღეს მეგობარმა მომწერა: ვიღაცა იძახდა, გავხედე და ახალგაზრდა გოგოები შემრჩნენ ხელშიო. შენს მზესუმზირებზე
მითხრეს ვიყიდითო - მეთქი გაატანე თუ ეს ბედნიერს გახდით, გამიხარდება - მეთქი.

მეგობარმა, მეც ვუთხარი, თუ ძაან გულით გინდათ წაიღეთთქო. ერთი წავიდა მოსაწყვეტად. მეორემ ფული მომიტანა და არ გამოვართვიო.

რამდენიმე საათში კიდევ სხვა მოვიდა, ზუსტად იგივე სურვილითო... ახლა კი ვიგებ რომ, ის ბავშვები, იმ მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ..

საშინელი ტრაგედიაა... საშინელი... ვწუხვარ და ვიზიარებ მათი ოჯახების ტკივილს..." - წერს მარგარეტი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS