დიაური მარგარეტი წამროშობით შატილიდან არის, სწორედ მან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სტატუსი, რომელიც ექსკურსიის გოგონების ბოლო საათებს ასახავს.
"დღეს მეგობარმა მომწერა: ვიღაცა იძახდა, გავხედე და ახალგაზრდა გოგოები შემრჩნენ ხელშიო. შენს მზესუმზირებზე
მეგობარმა, მეც ვუთხარი, თუ ძაან გულით გინდათ წაიღეთთქო. ერთი წავიდა მოსაწყვეტად. მეორემ ფული მომიტანა და არ გამოვართვიო.
რამდენიმე საათში კიდევ სხვა მოვიდა, ზუსტად იგივე სურვილითო... ახლა კი ვიგებ რომ, ის ბავშვები, იმ მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ..
საშინელი ტრაგედიაა... საშინელი... ვწუხვარ და ვიზიარებ მათი ოჯახების ტკივილს..." - წერს მარგარეტი.