"გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარი ამბავი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა საფრთხის წინაშე არიან ქალები ყოველდღიურად. 29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. სასწაულის შედეგად გოგონა გადარჩა, თუმცა მას ფეხები მთლიანად აქვს დამწვარი.
1 თვე რეანიმაციაში , დღემდე კი საავადმყოფოს პალატაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა კანის გადანერგვის
მოგეხსენებათ, რეანიმაციის და საავადმყოფოს ხარჯები, თუ რამდენს შეადგენს ყოველდღიურად. სახელმწიფოსა და თბილისის მერიის დაფინანსებით მკურნალობის ნაწილი, 25 000 ლარი დაიფარა. თუმცა, ამ დრომდე საავადმყოფოში დავალიანება რჩება 20 000 ლარზე მეტი, რაც ყოველდღიურად იზრდება, რადგან სევას კვლავ სჭირდება მკურნალობა და კანის გადანერგვის ოპერაცია.
სევას ჩვენი დახმარება სჭირდება, რომ კვლავ დადგეს მყარად ფეხზე, იყოს უფრო ძლიერი და ყველას დაუმტკიცოს, რომ ასეთი სისასტიკის მიუხედავად ქალებს შეუძლიათ ძალადობისგან თავის დაღწევა და გადარჩენა" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სოციალურ ქსელში, სევას დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში ვრცელდება.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი:GE27BG0000000365869289მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
თიბისი ბანკი:GE79თB7825736010100017მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
ლიბერთი ბანკი:GE13LB0711116423039000GELმიმღები- ირინე შამოიანი (დედა)
ცნობისთვის, თბილისში ინციდენტი 30 ივნისს მოხდა. შალვა გოგოლაძემ 24 წლის ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.
გოგოლაძეს 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.