22 აგვისტო, 2020
გოგონას, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გო­გო­ნას, რო­მელ­საც ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას 24 წლის გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

"გახ­სოვთ ალ­ბათ ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ყვე­ლას კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნა, თუ რამ­ხე­ლა საფრ­თხის წი­ნა­შე არი­ან ქა­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად. 29 ივ­ნისს 24 წლის სე­ვას ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და მისი ცო­ცხლად დაწ­ვა სცა­და. სას­წა­უ­ლის შე­დე­გად გო­გო­ნა გა­დარ­ჩა, თუმ­ცა მას ფე­ხე­ბი მთლი­ა­ნად აქვს დამ­წვა­რი.

1 თვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში , დღემ­დე კი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მას უკვე ჩა­უ­ტარ­და კა­ნის გა­და­ნერგვის
ორი ოპე­რა­ცია, წინ კი ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია აქვს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ა­ნი­მა­ცი­ის და სა­ა­ვად­მყო­ფოს ხარ­ჯე­ბი, თუ რამ­დენს შე­ად­გენს ყო­ველ­დღი­უ­რად. სა­ხელ­მწი­ფო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის ნა­წი­ლი, 25 000 ლარი და­ი­ფა­რა. თუმ­ცა, ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვა­ლი­ა­ნე­ბა რჩე­ბა 20 000 ლარ­ზე მეტი, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, რად­გან სე­ვას კვლავ სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და კა­ნის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია.
სე­ვას ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ კვლავ დად­გეს მყა­რად ფეხ­ზე, იყოს უფრო ძლი­ე­რი და ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცოს, რომ ასე­თი სი­სას­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და გა­დარ­ჩე­ნა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სე­ვას და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მნილ ჯგუფ­ში ვრცელ­დე­ბა.

ან­გა­რი­შის ნომ­რე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:GE27BG0000000365869289მიმ­ღე­ბი- ირი­ნე შა­მო­ი­ა­ნი (დედა)

თი­ბი­სი ბან­კი:GE79თB7825736010100017მიმ­ღე­ბი- ირი­ნე შა­მო­ი­ა­ნი (დედა)

ლი­ბერ­თი ბან­კი:GE13LB0711116423039000GELმიმ­ღე­ბი- ირი­ნე შა­მო­ი­ა­ნი (დედა)


ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ინ­ცი­დენ­ტი 30 ივ­ნისს მოხ­და. შალ­ვა გო­გო­ლა­ძემ 24 წლის ქალს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

გო­გო­ლა­ძეს 2 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კლირ კლიროვიჩი
პატიმრობა კი არა დახვრეტა აი ეს იქნება განაჩენი
09:02 / 24-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS