ნინო ნადირაძე ბიჭის ბებია გახდა - „დაიბადა ლომუნია...“
"დაიბადა ჩემი ღრიალა ლომუნია ბიჭი. ბებია ვარ!" - ამ სტატუსით დაიწყო დილა სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძემ. ექიმისა და ტელეწამყვანის უფროსი შვილი, ბაია კუზანოვა დედა გახდა.
ახლადგამომცხვარმა ბებიამ ბაიას პირველი ფოტო მშობიარობის შემდეგ, ინსტაგრამ სთორიზეც ატვირთა. გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და ბიჭი გააჩინა. ჯერჯერობით უცნობია რა დაარქვეს პირველ შვილიშვილს.