კონკურს დიდ ეკრანზე ადევნედნენ თვალს ის მონაწილეები, რომლებიც ჟიურიმ უკვე გადაინაწილა. თითოეულს ათი კონკურსანტი ჰყავს.
სტეფანესთან გოგონები მოხვდნენ, გიორგი გაბუნიამ გიჭების გაწვრთნა აიღო თავის თავზე, სოფო ტოროშელიძეს მუსიკალური ჯგუფები შეხვდა, ხოლო თამთა გოდუაძეს - 25 წელს
ზემოთ კონკურსანტები.
ხმაურიანი იყო რამოდენიმე მონაწილის გამოსვლა. ოვაციებით შეხვდნენ ნიკო
დღის ერთ-ერთ გმირს, გიორგი ბერიძეს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი.
- გიორგი, შენ მოიგე ''მაესტროს'' პროექტი ''მაგთი ფანი''...
- (მაწყვეტინებს) ჰო, მოვიგე, მოვიგე და ამომიყვანეთ ახლა ყელში, ''მაგთი ფანი'' მოიგო და რა უნდოდა ''იქს ფაქტორშიო'' (იცინის)!
- პროექტის მონაწილეებისაგან შექმენი ბენდი, რომლის ტურნეს, ალბომს და სხვა საჭირო საკითხებს დაგპირდათ პროექტის ხელმძღვანელობა. მართალი გითხრა, თქვენს მიერ ჩატარებულ კონცერტზე მე პირადად არ ვყოფილვარ. რა მოხდა, არ შეასრულა ''მაესტრომ'' დანაპირები?
- დაპირებები იყო, ტურნე საქართველოს მასშტაბით, მოგზაურობა საზღვარგარეთ. მოგზაურობა გავმაზე, არ წავედი.
- თვითონ არ წახვედი? რატომ?
- ჰო, დავაგვიანე საბუთების გაკეთება. ბენდს რაც შეეხება, ჩვენც ვიზარმაცეთ, მაგრამ პირობებიც არ მომეწონა, მეტს ველოდი. კმაყოფილი იმ პროექტისგან მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ძალიან მაგარი პედაგოგები და მაგარი ხალხი გავიცანი. დანარჩენი ყველაფრით უკმაყოფილო ვარ.
- პასუხი არავის მოსთხოვეთ?
- არა, ჩვეულებრივად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ. პროექტის მონაწილეებთან დღემდე ვმეგობრობ. ვიმეორებ, მხოლოდ მათი ბრალი არ ყოფილა, ჩვენც არ მოვინდომეთ სათანადოდ.
- ''იქს ფაქტორში'' რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა, შენ ხომ უკვე მოიგე ერთი პროექტი. ახლა რამდენი კონკურსიც ჩატარდება ყველგან უნდა მიხვიდე?
- ყველგან უნდა მივიდე კი არა, ყველა უნდა მოვიგო (იცინის)! არადა ვერ ვიტან კონკურსებს, რატომ მოვდივარ არ ვიცი, მანიაკი ვარ, თავს ვიტანჯავ. მაზოხისტი ვარ ალბათ (იცინის).
- ჟიურიმ ბევრ კარგ შეფასებასთან ერთად შენი წარბების ფორმასაც გაუსვა ხაზი...
- ჩემი წარბები ეფექტს ახდენს ყოველთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გელს ვისვამ (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















